|
2025-08-20 17:40:22, 8104 ნახვა
სპორტი
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს - საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტისთვის ემზადება. ევროპის ჩემპიონატამდე კი ამხანაგურ მატჩებს მართავს. 21 აგვისტოს, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები შეხვედრას ჩეხეთთან გამართავს. ალკსანდარ ჯიკიჩის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა 19 აგვისტოს ჩეხეთთან უკვე ჩაატარა დახურული ამხანაგური თამაში, რომელიც ჩეხების გამარჯვებით, ანგარიშით 103-83 დასრულდა. ხვალ გამართული შეხვედრა კი იქნება ბოლო ამხანაგური თამაში ევრობასკეტამდე. ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია. შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტი სტარტს 27 აგვისტოს აიღებს, ჩემპიონი კი 14 სექტემბერს გამოვლინდება. ტურნირს წელს კვიპროსი, ფინეთი, პოლონეთი და ლატვია უმასპინძლებენ, წელს საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ფიბა-ს ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის მონაწილე ზედიზედ მეექვსედ იქნება. საქართველოს ნაკრები C ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები ევრობასკეტის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი, ასევე საბერძნეთი, იტალია, ბოსნია და ჰერცეგოვინა და ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთი მასპინძელი, კვიპროსი იქნებიან.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)