|
2016-03-22 13:04:14, 574 ნახვა
საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილი: ჰოსპიტალური სექტორის განვითარებით საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასული პაციენტების რიცხვი შემცირდება
საპარტნიორო ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც თბილისის სამი საავადმყოფოს რეაბილიტაციას შეეხება, ბოლო ეტაპზე მხოლოდ ერთი კომპანია, ავსტრიული „ალფამედიკია“ გასული. ავსტრიული კომპანია „ალფამედიკი“ კონსორციუმის სახით არის წარმოდგენილი და აერთიანებს ისეთ გამოცდილ კომპანიებს, როგორიცაა FMK-ი, Keppie-ი, The Health Partnership-ი, FESP-ი. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ამ სამი კლინიკის PPP მოდელის მიხედვით მართვას აპირებს, რაც კერძო და საჯარო სექტორს შორის პარტნიორობას გულისხმობს. აღნიშნულ საკითხს ეხმაურება ეკონომიკის ექსპერტი სოლომონ პავლიაშვილი: „ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო და კერძო სექტორი პარტნიორები იქნებიან. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მმართველობა საჯარო იქნება. იქნება კერძო სამართლის იურიდიული პირი და სახელმწიფო იქნება თავისი წილით წარმოდგენილი. ამაში საგანგაშო ნამდვილად არაფერია. ეს არის თანამონაწილეობა იმ ფორმით, როცა სახელმწიფო არის წილის მფლობელი. თუ არ ვცდები, ძირითადი პაკეტის მფლობელი უნდა იყოს კერძო კომპანია. მსგავსი პროექტები ჰქონდა საპარტნიორო ფონდს, თუ სწორად მახსოვს, „რიქსოსი“ ბორჯომში. ამ შემთხვევაში სახელმწიფო გამოდის როგორც პარტნიორი, ხოლო პარტნიორი სახელმწიფო იქნება, თუ ვინმე სხვა კერძო პირი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მმართველობის ფორმა იქნება ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, ან სააქციო საზოგადოება. ეს ნიშნავს თანადაფინანსებით ამ პროექტის განხორციელებას. მე თუ მკითხავთ, უმჯობესია, მთლიანად კერძო საკუთრებაში იყოს ესა თუ ის საწარმო, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახელმწიფო სტიმულირებას აკეთებს. ამ ეტაპზე ეს სრულიად მისაღებია. საპარნიორო ფონდის დანიშნულება სწორედ ესაა“. სოლომონ პავლიაშვილი მიიჩნევს, რომ სამი საავადმყოფოს რეაბილიტაციის პროექტის განხორციელების შემდეგ, თუ მომსახურება და ფასები იქნება ადეკვატური, საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასული პაციენტების რიცხვი შემცირდება: „მე ვფიქრობ, სამედიცინო ტურიზმი ერთ-ერთი პროგრესული მიმართულებაა ჩვენი ქვეყნისთვის და ძალიან კარგია, თუ სახელმწიფო მის განვითარებას ხელს შეუწყობს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სამი საავადმყოფოს პროექტით დაგეგმილია კლინიკების აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების მიხედვით, პერსონალის გადამზადება და მომსახურების ხარისხის გაზრდა. თუ ეს ყველაფერი მართლაც ადეკვატურად შესრულდა, სხვა მომენტებთან ერთად, საქართველოში სამედიცინო ტურისზმის განვითარებასაც შეუწყობს ხელს, რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. თუ პერსონალი იქნება მაღალკვალიფიციური და შესაბამისი იქნება ტექონოლგიებიც, საზღვარგარეთ წასული პაციენტების რაოდენობა ნამდვილად შემცირდება“, - მიიჩნევს სოლომონ პავლიაშვილი.
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
ტრამპის მიღებაზე სროლა ამძაფრებს სიტუაციას საიდუმლო სამსახურის არასაკმარისი დაფინანსების გამო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)