|
2025-08-10 11:37:56, 2165 ნახვა
საზოგადოება
ფეხბურთის ფანებს პოლიციამ რუსეთის საწინააღმდეგო პლაკატები ჩამოუხსნა
საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს” ფანკლუბი „ჯუნგლები” სოციალურ ქსელში წერს, რომ 9 აგვისტოს გამართულ მატჩზე „იბერიასა" და „ტორპედოს" შორის პოლიციამ ჩამოახსნევინა ბანერი, რომელზეც „რუსეთი ოკუპანტია", „ჩვენ გვახსოვს აგვისტო, ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის" ეწერა. „ყველასთვის კარგად ცნობილია ის ფაქტი, თუ რამდენად აპარტიულები ვართ.. თუმცა დღეს მოხდა ისეთი რამ, რაზეც თვალის დახუჭვა და ხმის არ ამოღება სამშობლოს ღალატის ტოლფასია!!! 2008 წლის აგვისტოს ომიდან 17 წლის თავზე, ისევე როგორც ყოველ წელს, ჩვენ და ყველა სხვა გუნდების ფანები ვიხსენებდით იმას, თუ რა დაგვმართა ოკუპანტმა რუსეთმა. 2008 წლიდან დღემდე გვქონდა არაერთი სახის პერფორმანსი ამ ფაქტთან დაკავშირებით და არასდროს არავისგან, არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია. 2025 წლის 9 აგვისტოს, „იბერიასთან“ გასვლით თამაშზე, ტრიბუნაზე გადმოვფინეთ ბანერი, რომელსაც ფოტოზე ხედავთ, და ჩვენდა გასაკვირად, რამდენიმე წამში ბანერთან მოდიან პოლიციის თანამშრომლები და გვეუბნებიან მის ჩამოხსნას. როცა ვიკითხეთ მიზეზი, თუ „რატო?“, პასუხი ასეთი იყო: „რუსეთის და პუტინის დედაც, მაგრამ კანონს ეწინააღმდეგება ნაბრძანები გვაქ და ჩანოხსენითო. არ დავიწყებთ იმ დეტალებზე საუბარს, თუ რა დაგვმართა ოდიდგანვე ოკუპანტმა რუსეთმა, მაგრამ როცა ბევრის აზრით დამოუკიდებელ, დემოკრატიულ, თავისუფალ ქვეყანაში შენი ყველაზე დიდი მტრის შეურაცხყოფის უფლებას არ გაძლევენ და მზად არიან რუსეთზე და პუტინზე ცუდის თქმის გამო დაგაპატიმრონ, ეს უკვე თავად განსაჯეთ, თუ რას ნიშნავს… შეიძლება დღეს ტრიბუნიდან ბანერი ჩამოგვახსნევინეთ, მაგრამ ამით ყველაზე მეტად თქვენ დაზარალდით და მომავალშიც დაზარალდებით!!!...", - წერს გვერდი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)