18:18 - 09 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-08 15:09:02, 1687 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი - ნუ ეფარებიან ჩვენი გმირი ჯარისკაცების ვაჟკაცობას და გმირობას

„ნუ ეფარებიან ის ადამიანები  ["ნაცმოძრაობა"] ჩვენი გმირი ჯარისკაცების ვაჟკაცობას და გმირობას. ყველას ჰქონდა თავისი ვალდებულება, რომ აერიდებინა ეს ომი სამშობლოსთვის, მაგრამ ეს არ გაკეთდა",-ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე  განუცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფოს ვალდებულებაა დაიცვას ეროვნული ინტერესები და ქვეყანაში  უსაფრთხოება უზრუნველყოს.

„რასაც  ჩვენი გმირები აკეთებდნენ, აკეთებენ და მომავალში გააკეთებენ ეს არის მათი მოვალეობა, ვალდებულება. ჩვენმა ჯარისკაცებმა იცოდნენ და იციან, თუ რას ნიშნავს სამშობლოს დაცვა და რას ნიშნავს იყო სამშობლოს ჯარისკაცი და მცველი.  ამავე დროს, ჩვენ ვართ სახელმწიფო, სადაც თითოეულ ინსტიტუტს აქვს თავისი ვალდებულება. ეს უნდა გავმიჯნოთ, ჯარისკაცს აქვს თავისი მოვალეობა და ვალდებულება, სახელმწიფო მეთაურებს, ინსტიტუციებს, ხელისუფლებას, პრეზიდენტი იქნება, აღმასრულებელი ხელისუფლება, სასამართლო თუ ა.შ ყველას გაგვაჩნია ჩვენი ვალდებულება ჩვენი სამშობლოს წინაშე.  ჩვენი ვალია, რომ დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები, ავარიდოთ  ჩვენ სამშობლოს ყველა ხიფათი.  უსაფრთხოება არის პირველ რიგში, რომ ჩვენი სამშობლო არ იყოს საფრთხის წინაშე და არ იყოს ომის საშიშროების ქვეშ, ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება. ნუ ეფარებიან ის ადამიანები  ["ნაცმოძრაობა"] ჩვენი გმირი ჯარისკაცების ვაჟკაცობას და გმირობას. ყველას ჰქონდა თავისი ვალდებულება, რომ აერიდებინა ეს ომი სამშობლოსთვის, მაგრამ ეს არ გაკეთდა,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოიგე 2 კაციანი საგზური FORMULA 1-ზე ბაქოში
დააგროვეთ მეტი PLUS ქულა და მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის
თიბისიმ, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, 200 მილიონი ლარის რესურსი მოიზიდა
ექსპრეს ლომბარდი და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების 5 პრინციპი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics