|
2025-08-08 13:29:20, 1579 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ იმუშავა სწორად
თეა წულუკიანმა ისტორიული საქმე გააკეთა - პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ იმუშავა სწორად, ნებისმიერი დასკვნა და გაკეთებული განცხადება იყო აბსოლუტურად სწორი! - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ არ იმყოფებოდა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პარლამენტის ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი და წულუკიანის არმისვლა რამდენად შეიძლება უკავშირდებოდეს გიორგი ანწუხელიძესთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებას. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საგამოძიებო კომისიის დასკვნა 400-ზე მეტი გვერდისგან შედგება, მას პარლამენტი სექტემბერში პირველივე სხდომებზე განიხილავს და დასკვნაში წარმოდგენილ ყველა საკითხზე თავის ვერდიქტს დადებს. “მიხეილ სააკაშვილის მარიონეტული რეჟიმის დანაშაულებთან დაკავშირებით, მათ შორის 2008 წლის ომთან დაკავშირებით კომისიამ კომპეტენტურად იმუშავა და პარლამენტის ამას პასუხს გასცემს. პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ იმუშავა სწორად, ნებისმიერი დასკვნა და გაკეთებული განცხადება იყო აბსოლუტურად სწორი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. თეა წულუკიანმა ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში დროებით საგამოძიებო კომისიის საქმიანობაზე საუბრისას შემდეგი განცხადება გააკეთა: “კომისიის მიზანია ამ პოლიტიკური თანამდებობის პირების გადაწყვეტილებების შესწავლა და შეფასება. რატომ მოხდა ის, რაც მოხდა. მარტივ ენაზე რომ თქვა, რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? მე ჩემს თანამებრძოლებთან ერთად მაქვს უფლება, დავსვა ეს კითხვა. ვინ ამიკრძალავს ამ კითხვის დასმას?! - ვერავინ! ამ კითხვას ვსვამთ. ყველა ბავშვს ჭირდება თავისი მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)