|
2016-03-21 20:07:26, 610 ნახვა
პოლიტიკა
ინაშვილი: ივანიშვილი თინა გამყალბებლოვასა და "ნაცმოძრაობის" შანტაჟს წინააღმდეგობას ვერ, ან არ უწევს
საქართველოს "პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი საგარეჯოში ჩატარებული შუალედური საპარლამენტო არჩევნების დროს, სხვადასხვა საჯარო მოხელის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, გამოძიების დასრულებას ეხმაურება. პროკურატურის ინფორმაციით, შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დადასტურდა. როგორც ინაშვილმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა, პროკურატურის დასკვნა მოწმობს, რომ ბიძინა ივანიშვილი თინა ხიდაშელისა და "ნაციონალური მოძრაობის" შანტაჟს წინააღმდეგობას ვერ, ან არ უწევს. მისივე თქმით, საგარეჯოს არჩევნების გაყალბების შესახებ დოკუმენტური ფილმი მზადდება და დღეს თუ არა ხვალ, თავდაცვის მინისტრს დანაშაულზე პასუხისგება მოუწევს. "მიხარია, რომ პროკურატურამ ასეთ რეკორდულ ვადებში დაასრულა გამოძიება საგარეჯოში არჩევნების გაყალბების თემაზე და აღმოაჩინა, რომ დანაშულს, თურმე, ადგილი არ ჰქონია. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლების დირექტორმა- თინა გამყალბებლოვამ ხელისუფლების დირექტორის პოსტი ჯერ-ჯერობით შეინარჩუნა. თუმცა, ამ სკამს ფეხიც მოტეხილი აქვს და ერთი რქაც. საზოგადოებამ იცის, რომ საგარეჯოს არჩევნების გაყალბების შესახებ მზადდება დოკუმენტური, ჟურნალისტური გამოძიება. ამ ძალიან საინტერესო ფილმს მალე იხილავთ, ამიტომ კვლავ ვაცხადებ: დღეს თუ არა ხვალ, ქალბატონ თინას მეორე რქაც მოტყდება და ციხეშიც ჩაჯდება. პროკურატურის დასკვნა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ივანიშვილი ვერ (თუ არ) უწევს წინააღმდეგობას თინა გამყალბებლოვასა და ნაცმოძრაობის ერთობლივ შანტაჟს. ეს კი, თავის მხრივ, ცხადყოფს, თუ რაოდენ სავალალო მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა",-განუცხადა ირმა ინაშვილმა "ექსპრესნიუსს".
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)