|
2025-08-07 13:05:01, 1420 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარია - უნდა გვახსოვდეს, რომ საფრთხე ოკუპაციის ხაზთან არ სრულდება
უნდა გვახსოვდეს, რომ საფრთხე ოკუპაციის ხაზთან არ სრულდება - ხელისუფლებაში დარჩენის მიზნით, „ქართული ოცნება“ ოკუპანტ სახელმწიფოსთან ალიანსში შევიდა და საკუთარ ქვეყანას დასდო ბრალი ომის დაწყებაში, რითაც რუსეთის აგრესია და ოკუპაცია გაამართლა, ამასთან დაასუსტა არაღიარების პოლიტიკა, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს. გახარიას თქმით, გრძელდება ბრძოლა საქართველოს თავისუფლების, მშვიდობიანი რეინტეგრაციისა და ევროპული მომავლისთვის. „17 წლის წინ, პირველად ცივი ომის დასრულების შემდეგ, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ პირდაპირი სამხედრო ინტერვენცია განახორციელა - დახოცა მშვიდობიანი მოსახლეობა, იძულებით გადაასახლა ათასობით ადამიანი და მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია საერთაშორისო სამართლისა და საკუთარი ვალდებულებების უხეში დარღვევით. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ საფრთხე ოკუპაციის ხაზთან არ სრულდება. ხელისუფლებაში დარჩენის მიზნით, „ქართული ოცნება“ ოკუპანტ სახელმწიფოსთან ალიანსში შევიდა და საკუთარ ქვეყანას დასდო ბრალი ომის დაწყებაში, რითაც რუსეთის აგრესია და ოკუპაცია გაამართლა, ამასთან დაასუსტა არაღიარების პოლიტიკა. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას საქართველოს თავისუფლების, მშვიდობიანი რეინტეგრაციისა და ევროპული მომავლისთვის. მადლობას ვუხდით ყველა საერთაშორისო პარტნიორს, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“,- წერს გახარია. შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)