|
2016-03-21 18:03:15, 763 ნახვა
ეკონომიკა
EUGBC-ს გენდირექტორი: თუ მაღალ ხარისხიან პროდუქტს შექმნი, ის ევროპაში გაიყიდება
თავისუფალი ვაჭრობა არის ევროპასთან ყველაზე სტაბილური, დაცული და გარანტირებული ბაზარი ბიზნესმენებისთვის, - ამის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს(EUGBC) გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, სესილია მალმსტრომთან მოხდა შეთანხმება, რომ მსგავსი შეხვედრები გაგრძელდეს ბრიუსელში და ასევე საქართველოშიც. როგორც ჭუმბურიძემ აღნიშნა, თავისუფალი ვაჭრობა ეს არ არის ერთწლიანი პროცესი და არ შეიძლება მალავე დასრულდეს. „ჩვენ გვაქვს სერიოზული გამოწვევა, სტანდარტი უნდა იყოს აუცილებლად ევროული და ჩვენი პროდუქტი ევროპულ ბაზარზე უნდა გავიდეს. ვფიქრობ, რომ ჩვენი ბიზნესმენები საკმაოდ მოტივირებულები არიან და ამას შეძლებენ“, - განაცხადა ჭუმბურიძემ. მისივე თქმით, თავისუფალი ვაჭრობა და ვიზალიბერალიზაცია რასაც საქართველო უახლოეს მომავალში მიიღებს ქართულ ბიზნესს მისცემს საშუალებას განვითარდეს და ქვეყანა უფრო ძლიერი გახდეს. ჟურნალისტის კითხვაზე, სჭირდება თუ არა ევროპას ქართული პროდუქტი ზვიად ჭუმბურიძემ გერმანიის მაგალითი მოიყვანა: „გერმანელების მოთხოვნა არის რაც შეიძლება მეტი კივი მივაწოდოთ. ჩვენ გადავუსწარით იტალიას, რომელიც კივის ერთ-ერთი ძლიერი მწარმოებულია. თუ მაღალ ხარისხიან პროდუქტს შექმნი, ის ევროპაში გაიყიდება“, - განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ. შეგახსენებთ, ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომი და საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი 70-ზე მეტი ქართული და ევროპული ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრის მთავარი თემა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, დოკუმენტის იმპლემენტაციის მიმდინარეობა, არსებული გამოწვევები და ის შესაძლებლობებია, რომელსაც ქართულ ბიზნესსექტორს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მექანიზმი სთავაზობს.
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)