|
2025-08-03 16:51:54, 2823 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - შოვში მომხდარ ტრაგედიამდე ქვეყანაში მყინვარული მეწყერის პრეცედენტი არ არსებობდა.
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შოვის ტრაგედიის მეორე წლისთავზე განაცხადა, რომ მეწყერის შედეგად დაღუპული უფროსებისა და ბავშვების ხსოვნა არ დავიწყებია და ჩვენი მოვალეობაა, ისინი გვახსოვდეს. „ჩვენი მოვალეობაა, გვახსოვდეს დაღუპულები. ასევე ჩვენი მოვალეობაა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მომავალში ასეთი ტრაგედიები აღარ განმეორდეს. აქამდე მყინვარული მეწყრების მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა და ასეთი კვლევები არ ჩატარებულა. ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით შვეიცარიულ კომპანიასთან ერთად დავიწყეთ კვლევების ჩატარება - შევისწავლით მყინვარებს, ეროზიულ პროცესებს და ეს ყველაფერი საშუალებას მოგვცემს, თავიდან ავიცილოთ შესაბამისი რისკები. <…> უახლოეს მომავალში შოვში ტაძრის მშენებლობა დაიწყება, რაც ყველასთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი დაღუპულთა ოჯახის წევრებისთვის, რომლებიც ხშირად ჩამოდიან აქ, ტრაგედიის ადგილზე“, - განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა. კობახიძემ ერთი წლის წინ განაცხადა, რომ შოვში, ტრაგედიის ადგილზე, ტაძარი აშენდებოდა. თუმცა, სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა. დავამატოთ, რომ მყინვარული მეწყრები არის ყინულისა და თოვლის მასების სრიალი მთიან რაიონებში ფერდობზე გრავიტაციის გავლენით, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორებით, როგორიცაა ტემპერატურის ცვლილება, ყინულისა და თოვლის დნობა, სეისმური აქტივობა და ა.შ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)