03:00 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-31 16:56:36, 2408 ნახვა

პოლიტიკა
პაატა ბურჭულაძე - 4 ოქტომბერი ივანიშვილის მთავრობის მშვიდობიანი დამხობის დღედ გამოცხადდა

მსოფლიოში ცნობილი ბანის, პაატა ბურჭულაძის თქმით, ეროვნული კრების ჩატარება რესპუბლიკის მოედანზე 4 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 16:00 საათზეა დაგეგმილი.

როგორც ბურჭულაძემ დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში განაცხადა, „4 ოქტომბერი გამოცხადებულია ივანიშვილის მთავრობის მშვიდობიანი დამხობის დღედ, რადგან ეს არა მხოლოდ პროტესტის თარიღია, არამედ ის გამარჯვების ისტორიული დღე გახდება“.

„ამ განცხადების ადრესატი არ არის არც ერთი პოლიტიკური პარტია და არც ერთი პოლიტიკოსი. ამიტომ, მივმართავ მის უდიდებულესობას, ქართველ ხალხს. 4 ოქტომბერს, ჩვენ ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, ვმართავთ ეროვნულ კრებას, დავიბრუნებთ რეჟიმის მიერ მოპარულ ქვეყანას, ხმას ვაძლევთ საქართველოს განთავისუფლებას. ჩვენ უნდა წავართვათ ივანიშვილს უკანონოდ მითვისებული ძალაუფლება და დავუბრუნოთ ხალხს. 4 ოქტომბერი გამოცხადებულია ივანიშვილის მთავრობის მშვიდობიანი გზით დამხობის დღედ, რადგან ეს არა მხოლოდ პროტესტის თარიღია, არამედ ის გახდება გამარჯვების ისტორიული დღე. ამიტომ, 4 ოქტომბერი გამოცხადებულია ივანიშვილის მთავრობის მშვიდობიანი გზით დამხობის დღედ. მოემზადე, საქართველო, იბრძოლე ბოლომდე!“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics