|
2025-07-31 10:09:06, 2353 ნახვა
სამართალი
პოლიტიკურმა პატიმარმა, უკრაინის მოქალაქე სერგეი კუხარჩუკმა შიმშილობა გამოაცხადა
პოლიტიკურმა პატიმარმა, უკრაინის მოქალაქე სერგეი კუხარჩუკმა შიმშილობა გამოაცხადა, რომელიც უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს. სააპელაციო საჩივრის ტექსტში კუხარჩუკი ყურადღებას ამახვილებს სასამართლო დარბაზში სატელევიზიო კამერების შეყვანის საკითხზე, რომელიც სასამართლოში არაერთხელ წამოჭრილა. სააპელაციო საჩივრების მიუხედავად, პრობლემა კვლავ გადაუჭრელი რჩება: სასამართლო და კომპეტენტური ორგანოები სრულიად უგულებელყოფენ მოთხოვნებს.
სერგეი კუხარჩუკი ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულში ბრალდებული 11 პირიდან ერთ-ერთია, რომელშიც, მის გარდა, კიდევ ერთი უკრაინელი, რუსლან სივაკოვი, ასევე პლასტიკური ქირურგი ირაკლი კერაშვილი, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, კომიკოსი ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ლუკა ჯაბუა, ჯანო არჩაია, ვალერი თეთრეშვილი, გიორგი ტერაშვილი, რევაზ კიკნაძეც ფიგურირებენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)