|
2025-07-28 13:28:46, 2465 ნახვა
ეკონომიკა
თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით მარიამ სტურუა
თიბისისთვის განათლება მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებაა და ამ გზაზე ახალი თაობის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. თიბისი საგანმანათლებლო ფონდ „ვიზიონერის“ პარტნიორია და რამდენიმე სტუდენტს სრულად უფინანსებს სწავლის საფასურს, მათ შორისაა სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი მარიამ სტურუა. ახალი თაობა ქვეყნის განვითარების ძირითადი, შეუქცევადი ძალაა. ხარისხიანი განათლება კი როგორც ხშირად გადამწყვეტი კონკურენტული უპირატესობა, მარიამის ამბავშიც შეუცვლელ როლს ასრულებს. მისთვის განათლება არა მხოლოდ კარიერული წარმატების მიღწევის გარანტია, არამედ საკუთარი თავის ახლებურად, განსხვავებულ სიტუაციებში აღმოჩენის საშუალება. განათლებით იპოვა ისეთი შესაძლებლობები, რომლებმაც ცხოვრებაში წარმატების სხვადასხვა კარი გაუღო. „ბავშვობიდანვე ვცდილობ, რომ ჩავერთო ბევრ საგანმანათლებლო აქტივობაში. შეიძლება უნივერსიტეტში ერთ მიმართულებას სწავლობდე, მაგრამ არაფორმალური განათლების სივრცეც ძალიან მნიშვნელოვანია მომავლისთვის. განსაკუთრებით, თუ უცხოეთში გინდა სწავლა ან გაცვლითი პროგრამებით წასვლა, იქ ძალიან დიდი ყურადღება ექცევა იმას, უნივერსიტეტის გარეთ რა გიკეთებია, რა პროგრამებში ჩართულხარ და ა.შ” სწორედ ამ მიზნით - თავისი უნარების აღმოსაჩენად და შემდეგ რეალურ კონკურენტულ გარემოში მათი სწორი რეალიზებისთვის, ჩაერთო ვიზიონერის HR მენტორინგის პროგრამაში, რომელშიც, როგორც მან აღნიშნა, ძალიან დიდი ტრანსფორმაცია განიცადა. „საკუთარი თავის რწმენა არის გადამწყვეტი ფაქტორი ნებისმიერი ოცნების მიღწევისთვის. როცა რაღაც ძალიან დიდი მიზანი გაქვს, წარმატებას ზოგჯერ მარცხიც მოჰყვება ხოლმე, რამაც არ უნდა ჩაგიკლას მოტივაცია, არ უნდა შეიტანო საკუთარ თავში ეჭვი. ამ დროს გეხმარება საკუთარი თავის რწმენა, რომ გააგრძელო შენი ამბის შექმნა.” როდესაც განათლებით შენს ამბავს ქმნი, შეიძლება ზუსტად იმ დროს შენი დიდი მიზნისთვის საჭირო სათანადო გამოცდილება, მოტივაცია, მზაობა არ გქონდეს, მაგრამ სწორედ ამ ბუნდოვანებაში, მაშინ, როცა არაფერია, რაც ზუსტად იცი, უნდა დაიჯერო, რომ ახლა შეუძლებლად წარმოდგენილიც, შეგიძლია. ყველაფერი გამოგივა, მთავარია გჯეროდეს შენი მიზნების!
ფაშინიანი პუტინის განცხადებაზე: რეფერენდუმი მაშინ ჩატარდება, როდესაც რეფერენდუმის თემა იქნება
ანგელა მერკელმა აღიარა, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნის წლებში თავდაცვის ხარჯები არასაკმარისი იყო
სომხეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა ხმა მისცა
შინაგან საქმეთა სამინისტრო: გორში მომხდარ ცემაში მონაწილე პოლიციელები საქართველოდან არ წასულან.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)