|
2025-07-24 11:10:10, 2097 ნახვა
საზოგადოება
თბილისში თვალჭრელიძის ქუჩაზე პოლიცია დევნილებს ასახლებს
თბილისში, თვალჭრელიძის პირველ ნომერში საპატრულო და კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული. "პირველების" კორესპოდენტის ინფორმაციით, აღსრულების ეროვნული ბიურო სამსახური ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში თვითნებურად შესულ 200-ს ოჯახს ასახლებს. ადგილზე მყოფი მოქალაქეები ამბობენ, რომ თავშესაფრის გარეშე რჩებიან მრავალშვილიანი ოჯახები, მოხუცები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. მოსახლეობა ამბობს, რომ ელემენტარული საცხოვრეებელი პირობებს შესაქმნელად ბანკებიდან სესხი აიღეს და რემონტი გააკეთეს სამ წლიანი ცხოვრების შემდეგ კი მათ სახელმწიფო ერთადერთი საცხოვრებლის გარეშე ტოვებს. აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა მოქალაქეებს უთხრეს, რომ შენობა კერძო პირმა შეისყიდა, აღნიშნული პირი კი შენობის დაცლას ითხოვს. 200 ოჯახი ადგილზე თბილისის მერის, კახა კალაძის მისვლას ითხოვს. აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებით, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობა-ნაგებოები ამორტიზებულია და არსებობს მათი ნებისმიერ დროს ნგრევის საშიშროება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)