16:36 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-21 15:10:06, 791 ნახვა

სამხედრო
ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში რიგით მეორე საერთაშორისო კვირეული გაიხსნა

დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში რიგით მეორე საერთაშორისო კვირეული ოფიციალურად გაიხსნა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კვირეულში იუნკერებთან ერთად, ამერიკის, საფრანგეთის, გერმანიის, ჩეხეთის, ლიტვის, ლატვიის, აზერბაიჯანისა და თურქეთის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლების მსმენელები მონაწილეობენ.

საერთაშორისო კვირეული გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა დოლიძემ და ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვასილ კოპეიკინმა გახსნეს.

საერთაშორისო კვირეულის მიზანი აკადემიის ცნობადობის ამაღლება და პოპულარიზაციაა.

კვირეულის ფარგლებში მონაწილეებისთვის დაგეგმილია სხვადასხვა სახის აკადემიური და კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები.

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში საერთაშორისო კვირეული ყოველწლიურად ტარდება. ღონისძიება 21 მარტს გაიხსნა და 25 მარტს დასრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics