|
2025-07-23 12:47:11, 2130 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქში ურბანული წესრიგის დასაცავად მოტოინსპექცია ამოქმედდება
დედაქალაქში ურბანული წესრიგის შესანარჩუნებლად, მუნიციპალურმა ინსპექციამ ახალი პროექტი - მოტოციკლების შემოწმება შექმნა, - აღნიშნული განცხადება დღეს, თბილისის მუნიციპალური მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გააკეთა. მისი თქმით, საავტომობილო ინსპექცია გააკონტროლებს გარემოს იერსახეს, დაბინძურებას და აკუსტიკურ ხმაურს, ასევე განახორციელებს სწრაფ რეაგირებას სამშენებლო და ადმინისტრაციულ დარღვევებზე. „ურბანული წესრიგის დაცვა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ბევრი ეფექტური ნაბიჯი გადაიდგა. ახლა გვსურს გაგაცნოთ მუნიციპალური ინსპექციის ახალი პროექტი, რომელიც დაგვეხმარება ტურისტულ და ისტორიულ ზონებში, ცენტრალურ მოედნებსა და გამზირებზე წესრიგის დაცვის ღონისძიებების ეფექტურად და ეფექტიანად მართვაში“, - განაცხადა კალაძემ. ასევე, მისი თქმით, მოტოციკლების ინსპექტირების ცენტრი აღიჭურვება სამთვლიანი ველოსიპედებით, სპეციალური აღჭურვილობითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით, რომლებიც ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება. „პროექტის მიზანია ურბანული წესრიგის ეფექტური მართვის განხორციელება და შესაბამისი ღონისძიებების ჩატარება ისტორიულ და ტურისტულ ზონებში, ცენტრალურ მოედნებსა და გამზირებზე. მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა გაიარეს სპეციალური ტრენინგი; სამსახურმა შეიძინა 20 სამთვლიანი ველოსიპედი“, - აღნიშნა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)