10:35 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-21 14:37:49, 485 ნახვა

საზოგადოება
ნოდარ ხადური გიგო შიუკაშვილსა და ლექსო ფოდიაშვილს შეხვდა

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური გიგო შიუკაშვილსა და ლექსო ფოდიაშვილს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალგაზრდებმა მინისტრისგან სახსოვრად საჩუქრები მიიღეს. ნოდარ ხადურის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დღეს გიგო და ლექსო საზოგადოების აქტიური წევრები არიან.

„მინდა, წარმატებები ვუსურვო ამ არაჩვეულებრივ ახალგაზრდებსა და მათ მეგობრებს, რომლებიც მუდამ მათ გვერდში დგანან. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო მშობლებს, რომლებიც ძალასა და ენერგიას არ იშურებენ გიგოსა და ლექსოს, მათთან ერთად კიდევ ბევრი ბავშვისა და მოზარდის საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის, რაც ასე ფასდაუდებელია ამ ბავშვებისა და მათი მომავლისათვის. უნდა გვახსოვდეს, რომ დაუნის სინდრომის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრირება თითოეული ჩვენგანის, საზოგადოების წევრთა ძალისხმევაზე დამოკიდებული“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის მიღებაზე სროლა ამძაფრებს სიტუაციას საიდუმლო სამსახურის არასაკმარისი დაფინანსების გამო
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
სროლაში ეჭვმიტანილმა აღიარა ტრამპის ადმინისტრაციაზე თავდასხმა
ტრამპზე სროლაში ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics