|
2025-07-18 14:04:08, 2799 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines საქართველოში პირველ სამოგზაურო ბარათს ქმნიან
Turkish Airlines-თან კოლაბორაციით, მალე, თიბისი კონცეპტი და Visa მომხმარებლებს კიდევ ერთ უნიკალურ პროდუქტს - Miles&Smiles ქობრენდ სამოგზაურო ბარათს შესთავაზებენ, რომელიც ექსკლუზიურად თიბისი კონცეპტ 360-ის და თიბისი Wealth Management-ის მომხმარებლებისთვის იქნება განკუთვნილი. ერთობლივი სამოგზაურო ბარათის გამოშვების შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ბრენდების წარმომადგენლებმა ხელი 12 ივნისს, სტამბოლში მოაწერეს, ბარათის ოფიციალური პრეზენტაცია კი, 17 ივლისს, თბილისში, თიბისი კონცეპტის სივრცეში გაიმართა. უნიკალური დიზაინის მქონე, მეტალის სამოგზაურო ბარათი, რომლის მსგავსი პროდუქტიც საქართველოს ბაზარზე ჯერ არ შექმნილა, მომხმარებლებს დაგროვების და განსაკუთრებული შეთავაზებებით სარგებლობის შესაძლებლობას ნებისმიერ ქვეყანაში მისცემს. თიბისი კონცეპტის სამოგზაურო ბარათით დაგროვება: საქართველოში განხორციელებულ ტრანზაქციებზე დაგროვება მომხმარებლებს ზუსტად იმ პირობებით შეეძლებათ, რაც ახალი თიბისი კონცეპტის Visa Signature ბარათებით. მოგზაურობასთან დაკავშირებული ტრანზაქციების შემთხვევაში კი, დამატებით, Miles&Smiles მილებს დააგროვებენ. Miles&Smiles მილების დაგროვებას მომხმარებლები საზღვარგარეთ მოგზაურობის ნებისმიერ ეტაპზე შეძლებენ. საქართველოს ფარგლებში კი, მათი დაგროვება, სასტუმროებსა და შიდა ფრენებზე განხორციელებულ ტრანზაქციებზე შეეძლებათ. საერთაშორისო ობიექტების კატეგორიების ჩამონათვალი, სადაც მილები დაგროვდება, მრავალფეროვანია: შოპინგი, ტრანსპორტი, გართობა, კვების ობიექტები, სასტუმროები, სამოგზაურო სააგენტოები, სურსათი და სხვა. დაგროვილი მილების დახარჯვა შესაძლებელი იქნება: Turkish Airlines-ის ბილეთების, თვითმფრინავში სასურველი ადგილის წინასწარ შერჩევის, ავიაბილეთის კლასის გაუჯობესების და ბარგის შესაძენად. ასევე, Turkish Airlines-ის ონლაინ მაღაზიაში შოპინგისას. თიბისი კონცეპტის სამოგზაურო ბარათის აეროპორტის და სხვა სამოგზაურო უპირატესობები:
ბარათის შეძენა მომხმარებლებს აგვისტოს თვიდან, პირადი ბანკირის დახმარებით შეეძლებათ.
ფაშინიანი ხმის მიცემის შემდეგ - მიყვარს საქართველო და მიყვარს ქართველები
ფაშინიანი პუტინის განცხადებაზე: რეფერენდუმი მაშინ ჩატარდება, როდესაც რეფერენდუმის თემა იქნება
ანგელა მერკელმა აღიარა, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნის წლებში თავდაცვის ხარჯები არასაკმარისი იყო
სომხეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა ხმა მისცა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)