|
2025-07-16 23:58:05, 3060 ნახვა
საზოგადოება
GELi-ს ორგანიზებით, მასწავლებლებისთვის ტრენინგების სერია „როგორ ვასწავლოთ ეკონომიკა“ გაიმათა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
ეკონომიკური ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და ორგანიზაცია GELi-ს (საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა) ინიციატივით ტრენინგების სერია „როგორ ვასწავლოთ ეკონომიკა“ გაიმართა. მასში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 120-მდე მასწავლებელმა მიიღო. ტრენინგების ფარგლებში, მონაწილეები ეცნობოდნენ ეკონომიკის სწავლების ინოვაციურ მიდგომებს, ციფრულ ინსტრუმენტებს და მათი გამოყენების მეთოდებს (როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, Kahoot, GooseChase და სხვ.). ამასთან, ტრენინგი მოიცავდა ფინანსურ-ეკონომიკური თამაშებისა და აქტივობების დაგეგმვასა და მათ ეფექტურად განხორციელებას. ტრენინგები ხუთ ნაკადად გაიმართა:
ინიციატივაში მონაწილე მასწავლებლები იღებდნენ არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ სწავლობდნენ მიღებული ინფორმაციის პრაქტიკულ გამოყენებას და ერთვებოდნენ ინტერაქციულ აქტივობებში. მათ მიეცათ როგორც წვდომა სასწავლო რესურსებზე, ასევე შესაძლებლობა, კონსულტაციები მთელი წლის განმავლობაში გაიარონ მოწვეულ ეკონომისტებთან და მასწავლებლებთან. ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge
ტრამპმა კაპიტოლიუმის შენობაში შტურმის შედეგად დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გაცემის შესაძლებლობა წამოჭრა
ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ავტოინდუსტრიები ელექტრომობილების წარმოშობის წესების შემსუბუქებას ითხოვენ ახალი ტარიფების რისკის გამო
სოფელ დიდგორთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა
საქართველოში ბავშვების საყოველთაო ნათლობა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)