|
2025-07-10 19:51:02, 36058 ნახვა
რეგიონი
ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი ორმხრივი მოლაპარაკებების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის შეხვედრის დეტალებს აქვეყნებს. მათივე ცნობით, მხარეები შეთანხმდნენ ორმხრივი მოლაპარაკებების გაგრძელებაზე და ორ ქვეყანას შორის ნდობის განმტკიცების ზომების მიღებაზე. „2025 წლის 10 ივლისს, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი შეხვდნენ აბუ დაბიში (არაბთა გაერთიანებული საამიროები) და განიხილეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ნორმალიზების დღის წესრიგის სხვადასხვა ასპექტი.“ დადასტურდა, რომ ორმხრივი მოლაპარაკებები წარმოადგენს ნორმალიზაციის პროცესთან დაკავშირებული ყველა საკითხის განსახილველად ყველაზე ეფექტურ ფორმატს და ამის საფუძველზე გადაწყდა ასეთი შედეგზე ორიენტირებული დიალოგის გაგრძელება. „სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადეს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანს თბილი სტუმართმოყვარეობისა და ორმხრივი შეხვედრის ორგანიზებისთვის“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)