|
2025-07-01 12:56:53, 903 ნახვა
მსოფლიო
ლატვია 40-ზე მეტ ქვეითთა საბრძოლო მანქანას შეიძენს
ლატვია ASCOD-ის ტიპის 42 ქვეითთა საბრძოლო მანქანას შეიძენს, რისთვისაც 387 მილიონ ევროს გადაიხდის, - ინფორმაციას მედია საშუალებები ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ. მათივე ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა აივარს პურინშმა და ესპანური კომპანია GDELS-Santa Bárbara Sistemas-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალეხანდრო პეიჯ ერნანდესმა ხელი მოაწერეს ლატვიის ეროვნული შეიარაღებული ძალებისთვის ახალი ტექნიკის მიწოდების ხელშეკრულებას. კონტრაქტი ასევე ითვალისწინებს ლატვიური ინდუსტრიის მინიმუმ 30%-იან მონაწილეობას შეკვეთის შესრულებაში. „ქვეითი საბრძოლო მანქანების დამატებითი შეძენა არა მხოლოდ ნატო-ს მიერ დასახული მიზნების მიღწევაში დაგვეხმარება, არამედ მნიშვნელოვნად დააჩქარებს მექანიზებული ქვეითი ბრიგადის განვითარებას, რაც საშუალებას მოგვცემს უფრო მოკლე დროში კიდევ ერთი ბატალიონი გადავაიარაღოთ“, - აღნიშნა ლატვიის თავდაცვის მინისტრმა ანდრის სპრუდსმა. კონტრაქტის ხელმოწერის ცერემონიაზე, უახლესი თაობის ავტომობილებს ოფიციალური სახელი - HUNTER მიენიჭა. მათი ეროვნული შეიარაღებული ძალებისთვის მიწოდება 387 მილიონი ევრო დაჯდება. ამ დამატებითი პარტიით ლატვია, საერთო ჯამში, 84 საბრძოლო მანქანას მიიღებს.
სტამბოლში დღეს საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე შეხვედრა გაიმართება
ისრაელმა ირანში ნავთობქიმიურ კომპლექსს დაარტყა
სომხეთში დამუშავებული ბიულეტენების 95%-ს მიხედვით, პრემიერის პარტია 50.07% იღებს
ნეთანიაჰუ დათანხმდა ტრამპის მოთხოვნას ირანზე საპასუხო დარტყმების გადადების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)