|
2025-06-30 17:54:33, 709 ნახვა
მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - აზერბაიჯანის მიერ რუსეთთან ურთიერთობებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე კრემლი სწუხს
ვლადიმერ პუტინსა და ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი ამჟამად დაგეგმილი არ არის , - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა კომენტარი 27 ივნისს ეკატერინბურგში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა, როდესაც რუსმა სამართალდამცავებმა აზერბაიჯანის 50-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს, ხოლო რეიდების დროს აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დაიღუპა და ორი დაშავდა. „რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და ილჰამ ალიევს შორის საუბარი ამჟამად დღის წესრიგში არ დგას, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება მალე გაიმართოს“, - განაცხადა პესკოვმა. მისი თქმით, აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ რუსეთთან ურთიერთობებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე კრემლი სწუხს და სამართალდამცავების მუშაობა დემარშების მიზეზი არ უნდა იყოს. ცნობისთვის, ეკატერნიბურგში მომხდარი მოვლენების შემდეგ აზერბაიჯანულმა მხარემ რუსეთს ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდა. ამასთან, აზერბაიჯანის კულტურის სამინისტრომ გუშინ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც რუსეთის სახელმწიფო და კერძო დაწესებულებების მიერ აზერბაიჯანში დაგეგმილი ყველა კულტურული ღონისძიება გაუქმდა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, დღეს ბაქოში მდებარე რუსული საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ის ოფისში ოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც ორი პირი დააკავეს, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან „რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან ფარულად მუშაობაში“.
ნეთანიაჰუ დათანხმდა ტრამპის მოთხოვნას ირანზე საპასუხო დარტყმების გადადების შესახებ
ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური ირანს „ძლიერი დარტყმით“ ემუქრება მწვანე შუქის მიღების შემდეგ
ირანმა ისრაელზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა
სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში პაშინიანის პარტია დიდი უპირატესობით ლიდერობს
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)