|
2016-03-19 16:39:12, 535 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტის პრეზიდენტი: საქართველომ ბევრი კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოს
ამერიკისა და ევროპის პოლიტიკური ლიდერები და ექსპერტები ბრიუსელის ფორუმზე შეიკრიბნენ. ფორუმზე, რომელიც წელიწადში ერთხელ იმართება, უსაფრთხოების საკითხებს, მნიშვნელოვან გამოწვევებსა და მსოფლიოს ეკონომიკურ ვითარებას განიხილავენ. ბელგიის დედაქალაქში, საქართველოს ხელისუფლების ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმები დადებითად შეფასდა. ევროკომისიამ ევროპარლამენტს სავიზო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივები გადასცა. როგორც ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი აცხადებს, ევროპარლამენტის უმრავლესობის ხმების მისაღებად საქართველომ ბევრი კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოს. „სავიზო რეჟიმის გამარტივება ქვეყნის სტაბილურობასა და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებას ხელს შეუწყობს. პარლამენტის უმრავლესობის ხმების მისაღებად საქართველომ ბევრი კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოს. ქვეყანამ მართლაც ბევრი რამ გააკეთა ბოლო დროს და პროგრესი განიცადა. ასე რომ, მე შედარებით ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“,- განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა. აღსანიშნავია, რომ ბრიუსელში საქართველოდან პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო საკითხებში, თენგიზ ფხალაძე, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე და ყოფილი ელჩი ბელგიაში, სალომე სამადაშვილი იმყოფებიან. მათი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მსგავს ფორუმებზე დაფიქსირდეს საქართველოს ოკუპაციის თემა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები. ცნობისთვის, ბრიუსელის ფორუმი ნატო-ს გენერალურმა მდივანმა და ევროპარლამენტის პრეზიდენტმა გახსნა.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)