10:33 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-27 17:07:25, 708 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და დიდ ომებს ვერ მოვიგებთ

ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და შესაბამისად, დიდ ომებს ჩვენ ვერ მოვიგებთ. არც გვინდა ჩავერთოთ, არც დიდ და არც პატარა ომებში. ასეთ ვითარებაში, მთავარი ასპარეზი, სადაც ქართველმა შეიძლება უმაღლეს დონეზე აწიოს ქართული დროშა და გააჟღეროს ქართული ჰიმნი არის სწორედ სპორტი - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სპორტი არის ერთ-ერთი ყველაზე ხელშესახები სფერო, სადაც ზუსტად ჩანს ის, თუ რა შედეგი მოაქვს კონკრეტულ ინვესტიციას.

„ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და შესაბამისად, დიდ ომებს ჩვენ ვერ მოვიგებთ. არც გვინდა ჩავერთოთ, არც დიდ და არც პატარა ომებში. ასეთ ვითარებაში, მთავარი ასპარეზი, სადაც ქართველმა შეიძლება უმაღლეს დონეზე აწიოს ქართული დროშა და გააჟღეროს ქართული ჰიმნი არის სწორედ სპორტი. შესაბამისად, ძალიან დასაფასებელია ჩვენი სპორტსმენების მიღწევები. განსაკუთრებული მიღწევაა ხვიჩა კვარაცხელიას მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგება და მასაც მინდა მივულოცო ეს წარმატება. სპორტი არის ერთ-ერთი ყველაზე ხელშესახები სფერო, სადაც ზუსტად ჩანს ის, თუ რა შედეგი მოაქვს კონკრეტულ ინვესტიციას. ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა მიმართულებით გვქონდეს ხელშესახები შედეგები, როგორიც გვაქვს სპორტის მიმართულებით. გვინდა მაქსიმალურად განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა ყველა მიმართულებით. გპირდებით, რომ საქართველოს მთავრობა ცდას და შრომას არ დააკლებს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად მოკლული გენერალი დამირ დავიდოვია, რომელიც სარაკეტო და არტილერიის დირექტორატის ხელმძღვანელობდა
თალიბანის პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა „ჰიჯაბის არასათანადო “ ტარების გამო ქალების დაპატიმრების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics