13:23 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-24 11:27:19, 605 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი გვარაკიძე - სრულად ვუჭერ მხარს ნარკოტიკული საშუალებების რეალიზატორების მიმართ ბრძოლის მეთოდების გამკაცრების გაცხადებულ პოლიტიკას

სრულად ვუჭერ მხარს ნარკოტიკული საშუალებების რეალიზატორების მიმართ ბრძოლის მეთოდების გამკაცრების გაცხადებულ პოლიტიკას. მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს რეალიზატორების მიმართ საპროცესო შეთანხმების და კანონით გათვალისწინებული სხვა შეღავათების გამოყენების შესაძლებლობა, თუ სახეზე არ არის განსაკუთრებული თანამშრომლობის პირობები და ამ შემთხვევაშიც, მიზანშეწონილია საპატიმრო სასჯელის მხოლოდ შემცირება, - ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გვარაკიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც გიორგი გვარაკიძემ აღნიშნა, ქვეყნებს შორის ადამიანებისა და ტვირთების გადაადგილების გამარტივებამ და ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელების გლობალიზაციამ ხელი შეუწყო ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების და ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ზრდას.

მისი თქმით,მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს მკაცრი პოლიტიკა ორგანიზატორთა მიმართ და სწრაფი მართლმსაჯულების დაბალანსებული მექანიზმების გამოყენებით წახალისდეს მოთანამშრომლე პირები, რომლებიც ხელს შეუწყობენ დანაშაულის გახსნას.

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გასაზრდელად, ვემხრობი პროკურორთა განგრძობადი გადამზადების პრაქტიკას ნარკოტიკული დანაშაულიდან მიღებული შემოსავლების დადგენისა და კვალის მიდევნების მეთოდებზე, მათ შორის, ციფრულ ვალუტაში კონვერტირებული ქონების მოძიების შესაძლებლობებზე და მტკიცებულებათა მოპოვების ახალ მეთოდებზე,“ - განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.

როგორც გენერალური პროკურორობის კანდიდატმა აღნიშნა, მზარდი რაოდენობის მიუხედავად, მნიშვნელოვანია მომხმარებელთა მიმართ დაბალანსებული პოლიტიკის გატარება, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშემწყობი სასჯელის შერჩევა და ერთგვაროვანი პრაქტიკის უზრუნველსაყოფად პროკურორებისთვის სახელმძღვანელო მითითებების შემუშავება.

„მისასალმებელია საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული ცვლილებები ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლისთვის სავალდებულო მკურნალობის დანიშვნასთან დაკავშირებით, რომელიც დანაშაულის გავრცელების შემცირების და მომხმარებლის დამოკიდებულებისგან გათავისუფლების ხელშემწყობ საშუალებად მიმაჩნია,“ -აღნიშნა გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გვარაკიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატ გიორგი გვარაკიძეს უსმენენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასახლის ღობის საქმე - დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება
„ცისფერი მთებივით“ ვეღარ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ - პაპუაშვილი ენმ-ზე
პაპუაშვილი - რუბიო არც კი ხვდება კაია კალასს, ასეთი უმწიფარი საგარეო პოლიტიკა რომ აქვს ევროკავშირს
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics