13:42 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-23 18:58:47, 849 ნახვა

პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - თუ ერთად არ დავდექით და არ გავერთიანდით, გარდაუვალია დაპატიმრება ან ემიგრაცია

ეს კომისიაც (პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია) ხომ იმიტომ შეიქმნა, რომ ყველა პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ დევნა განახორციელოს და ისტორია გადაწეროს, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი, რაც გვაქვს და ეს ყველას უნდა ესმოდეს, რომ თუ ერთად არ დავდექით და არ გავერთიანდით, მაშინ გარდაუვალია დაპატიმრება ან ემიგრაცია, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ხატია დეკანოიძემ “ლელო - ძლიერი საქართველოს” ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

“მე ძალიან დიდი ხანია, ამას ვამბობ და, ვფიქრობ, რომ არ ვცდებოდი და დადასტურდა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის რუსული ყაიდის, რუსი ოლიგარქი, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩამოიცილოს საკუთარი გზიდან, როგორ დაბრკოლება, ყველა ის ადამიანი, რომელიც კრიტიკულად არის განწყობილი მის მიმართ. მას გადაწყვეტილი აქვს, რომ საქართველო გახდეს ბელორუსის მოდელი, საკუთარი ძალაუფლებისა და საკუთარი ფინანსური რესურსის დაცვისთვის მეტი მას არაფერი აწუხებს და ამიტომ, ახლა გადაწყვიტა, რომ ყველაფერი გააუქმოს ამ ქვეყანაში და ყველანაირ ეროვნული ინტერესების დაზიანებაზე წავიდეს და დააკავოს ადამიანები.

ეს კომისიაც ხომ იმიტომ შეიქმნა, რომ ყველა პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ დევნა განახორციელოს და ისტორია გადაწეროს, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი, რაც გვაქვს და ეს ყველას უნდა ესმოდეს, რომ თუ ერთად არ დავდექით და არ გავერთიანდით, მაშინ, რა თქმა უნდა, გარდაუვალია დაპატიმრება ან ემიგრაცია.

თეა წულუკიანს მინდა მივმართო - მაინც ფარსია, მაინც ბოროტებაა, მაინც არ გვეშინია, ხვალ რომ დამიბაროს, მაინც არ მივალ. ამით ვერაფერს გააწყობს, მაგრამ ქვეყანას აზიანებს”, - განაცხადა დეკანოიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასახლის ღობის საქმე - დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება
„ცისფერი მთებივით“ ვეღარ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ - პაპუაშვილი ენმ-ზე
პაპუაშვილი - რუბიო არც კი ხვდება კაია კალასს, ასეთი უმწიფარი საგარეო პოლიტიკა რომ აქვს ევროკავშირს
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics