|
2025-06-23 17:45:34, 681 ნახვა
პოლიტიკა
ბადრი ჯაფარიძე - ჩვენ ვერ გაგვტეხენ, უიმედობის დრო არ არის, გაერთიანების დროა
ვერ გაგვტეხენ. ეს უმსგავსობა, რასაც ახლა აკეთებს ბიძინა ივანიშვილი, დამთავრდება მისი ხელისუფლების ქართველი ხალხის მიერ გასტუმრებით, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა მას შემდეგ, რაც მოსამართლემ მის მიმართ განაჩენი გამოაცხადა. კითხვაზე, ელოდება თუ არა დასავლეთის მხრიდან ადეკვატურ რეაქცია, ბადრი ჯაფარიძე აცხადებს: „მე დარწმუნებული ვარ, რომ იქნება. ადამიანები, რომლებიც ასრულებენ ბიძინა ივანიშვილის დავალებას, ისინი გადაიხდიან სათანადო საფასურს“. „ეს ყველაფერი არის გამიზნული იმისთვის, რომ ხელები ჩამოვყაროთ, ადამიანებს უიმედობა დაეუფლოთ. ყველას მინდა ვუთხრა: პირიქით, ამან უნდა მოგვცეს დამატებითი ძალა, რომ ჩვენ ვერ გაგვტეხენ, ვერანაირი საპატიმრო, ვერანაირი უმსგავსო გადაწყვეტილება, ვერანაირი სადამსჯელო ღონისძიებები ჩვენ ვერ შეგვაცვლევინებს ჩვენს მტკიცე გადაწყვეტილებას, რომ ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ყველას უნდა ესმოდეს, რომ უიმედობის დრო არ არის, პირიქით, გაერთიანების დროა, პირიქით, დარაზმვის დროა და პირიქით, დროა იმის, რომ ყველა აღივსოს იმედით, რომ ამ ქვეყანას აუცილებლად ექნება ბრწყინვალე მომავალი და ქართველი ხალხი გაიმარჯვებს აუცილებლად“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. ცნობისთვის, "ლელო ძლიერი საქართველოს" ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, მას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)