|
2025-06-21 15:11:51, 937 ნახვა
პოლიტიკა
ლევან სანიკიძე - რომეო მიქაუტაძე იყო პირი, რომელიც ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს იყო შავი სალაროს მთავარი „ხაზინადარი“
რომეო მიქაუტაძის დაკავება საერთოდ არანაირ კავშირში არ არის კორუფციასთან ბრძოლასთან, ეს იყო პირი, რომელიც ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს იყო შავი სალაროს მთავარი „ხაზინადარი“ და როგორც ჩანს, კობახიძეს ახლა ფული ერთი ჯიბიდან, მეორეში გადააქვს,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა. მისი შეფასებით, ეს ყველაფერი „ქართულ ოცნებაში“ შიდა კლანურ დაპირისპირებაზე მეტყველებს და ეს მოცემულობა უფრო მეტად უნდა გამოიყენოს დემოკრატიულმა საზოგადოებამ. „რომეო მიქაუტაძის დაკავება საერთოდ არანაირ კავშირში არ არის კორუფციასთან ბრძოლასთან, ეს იყო პირი, რომელიც ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს იყო შავი სალაროს მთავარი „ხაზინადარი“ და როგორც ჩანს, ქართველი ხალხისგან მოპარული ფული კობახიძეს ახლა ერთი ჯიბიდან, მეორეში გადააქვს. ეს არის შიდა კლანური დაპირისპირება, ივანიშვილის პარტია არ არის არავითარი მონოლითი, უამრავი კლანური დაპირისპირებაა სახეზე, რაც ჩვენი აზრით, უფრო მეტად უნდა იყოს გამოყენებული დემოკრატიული საზოგადოების მიერ”, - განაცხადა ლევან სანიკიძემ. ცნობისთის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტებზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)