|
2025-06-21 12:02:07, 893 ნახვა
პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე - იმედგაცრუება არის ივანიშვილის მთავარი მოკავშირე
თავისუფლება არ იკარგება ხელბორკილით, ის ქრება დუმილითა და დანებებით - „ეს მე არ მეხება" არის ბიძინას მთავარი მოკავშირე, რომ მისი რეჟიმი კვლავ გაგრძელდეს,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მისი თქმით, „ავტორიტარიზმიიბადებამაშინ, როცახალხიჩერდებადაფიქრსწყვეტს." „თავისუფლება არ იკარგება ხელბორკილით, ის ქრება დუმილითა და დანებებით. რეჟიმი იბრძვის ყოველი დღის მოგებისთვის, მაგრამ ყოველი მათი ახალი დღე არის ახალი ზიანი საქართველოსთვის. როცა დუმილი თანხმობას ნიშნავს, თავისუფლება ტოვებს ხალხს. „ეს მე არ მეხება" არის ბიძინას მთავარი მოკავშირე, რომ მისი რეჟიმი კვლავ გაგრძელდეს. თავისუფლებას გმირები არ სჭირდება, მას ვჭირდებით ჩვენ, ვინც არ დუმს, არ ნებდება და არ ეშინია. „ავტორიტარიზმი იბადება მაშინ, როცა ხალხი ჩერდება და ფიქრს წყვეტს." იმედგაცრუება არის ივანიშვილის მთავარი მოკავშირე, "არაფერი შეიცვლება" ეს არის ის, რაც მათ უნდათ რომ დაგვაჯერონ. არ არის საჭირო თავდადება, საკმარისია თითოეული ჩვენგანის „არა" და რეჟიმი იშლება! დაიჯერე, ჩვენ ეს შეგვიძლია! თავისუფლება ღირს იმად, რომ არ გავჩუმდეთ და გავიმარჯვოთ!“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)