15:34 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-20 15:46:08, 972 ნახვა

პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - ნიკა მელია, მორიგ ჯერზე, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლია

ნიკა მელია, ნიკა გვარამია და ზურაბ ჯაფარიძეც თავისი პრინციპული გაუტეხელი გადაწყვეტილებით წავიდნენ ციხეში, ამიტომ სისტემას არაფერი გამოუვა.

ნიკა მელია, მორიგ ჯერზე, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლია, - ასე შეაფასა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე ნიკა მელიასთვის ბრალის წარდგენა.

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, სისტემას არც ნიკა მელიას დაშინება და არც მისი პოლიტიკური პოზიციისა და ბრძოლის ცვლილება გამოუვა.

„ბუნებრივია, მორიგ ჯერზე პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლია ნიკა მელია, რომელიც განსაკუთრებული კრიმინალური ფორმით გაიტაცეს და ამას ერქვა მხოლოდ და მხოლოდ გატაცება. ამასთანავე, რეპრესიებს აქვს აზრი, როცა შენ შეგიძლია ადამიანი გატეხო, შეაშინო ციხეში ჩაჯდომით. ყველას ახსოვდეს, რომ ნიკა მელია, ნიკა გვარამია და ზურაბ ჯაფარიძეც თავისი პრინციპული გაუტეხელი გადაწყვეტილებით წავიდნენ ციხეში. ამიტომ სისტემას არაფერი გამოუვა, არც მისი დაშინება, არც მისი პოლიტიკური პოზიციისა და ბრძოლის ცვლილება. ამასთანავე მინდა ვუთხრა საზოგადოებას და მათ, იმედია, ციხეში გვისმენენ, რომ 23 ივნისის კვირაში, PACE -ში ჩანიშნულია დებატები, რომელზეც ცალკე ნიკას მელიას, ნიკა გვარამიას და ზურა ჯაფარიძის საკითხი იქნება განხილული. ჩვენი დელეგაცია იქ იქნება და საერთაშორისო ასპარეზზე ამაზე ხმამაღლა ვისაუბრებთ“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა. მელიას ბრალად სასამართლოს უპატივცემულობა ედება, რაც მოსამართლის შეურაცხყოფით გამოიხატება. უწყების ცნობით, დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გზების დეპარტამენტი: საქართველოში ფასიანი გზები არ იქნება
წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ ივანიშვილის შექება მოგვერიდოს
აშშ-ში ქართველი მიგრანტი ICE-ის პატიმრობაში გარდაიცვალა
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავა, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics