|
2025-06-19 16:24:28, 861 ნახვა
პოლიტიკა
ირანის ელჩი - იმის საფრთხე, რომ ეს კონფლიქტი ირანის საზღვრებს გასცდეს, ბუნებრივია არსებობს
იმის საფრთხე, რომ ეს კონფლიქტი ირანის საზღვრებს გასცდეს, ბუნებრივია არსებობს. საჭიროა მისი პრევენცია, რადგან ეს იქნება დიდი კატასტროფა, - ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მაჰმუდ ადიბიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, არსებობს თუ არა ისრაელ-ირანის დაპირისპირების გაფართოების და ესკალაციის საფრთხე. ელჩის თქმით, ირანი საკმაოდ ძლიერი სახელმწიფოა და ქვეყნის არმიას დიდი შესაძლებლობები აქვს და მოსახლეობას ნებისმიერ აგრესიისგან დაიცავენ. „ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო და სხვადასხვა უწყებები აქტიურად მუშაობენ. ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს კონფლიქტი. იმის საფრთხე, რომ ეს კონფლიქტი ირანის საზღვრებს გასცდეს, ბუნებრივია არსებობს. საჭიროა მისი პრევენცია, რადგან ეს იქნება დიდი კატასტროფა. ირანი არის საკმაოდ ძლიერი სახელმწიფო. ჩვენს არმიას დიდი შესაძლებლობები აქვს ქვეყანა ნებისმიერ აგრესიისგან დაიცვას. ჩვენ არ გვაქვს შიში, რომ მოსახლეობას მოუწიოს ქვეყნის დატოვება. მოსახლეობაში შეინიშნება ერთსულოვნება. ისინი ერთმანეთის გვერდში დგანან. რაც შეეხება კადრებს, რომლებიც გავრცელდა, თუ როგორ ტოვებს მოსახლეობა თეირანს, ირანში ასეთი ჩვეულებაა, როდესაც დასვენების დღეებია, მოსახლეობის ნაწილი ქალაქგარეთ გადის. 14 მილიონი ადამიანი ცხოვრობს თეირანში და თუ აქვთ საშუალება, ყოველთვის ცდილობენ დედაქალაქიდან გასვლას. ამ ეტაპზე მოსახლეობისთვის თეირანიდან გასვლა ნაკარნახევი იყო თვითონ ხელისუფლების მოწოდებით, რათა უკეთ შეძლოს მათი დაცვა ნებისმიერ აგრესიისგან.“- განაცხადა ელჩმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)