16:44 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-19 14:53:50, 980 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტარი - დაჟინებით მოვითხოვე ყოვლისმომცველი და მკაცრი სანქციების დაწესება რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოში დემოკრატიას ახშობს

ევროპარლამენტი ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას მოითხოვს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„ევროპარლამენტმა ახლახან საქართველოში მედიის თავისუფლების შესახებ რეზოლუცია მიიღო. როგორც „კონსერვატორებისა და რეფორმისტების“ ჯგუფის მთავარმა მომლაპარაკებელმა ამ რეზოლუციის შესახებ, დაჟინებით მოვითხოვე ყოვლისმომცველი და მკაცრი სანქციების დაწესება საქართველოს რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოში დემოკრატიას ახშობს. ევროპარლამენტი ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას, დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ რეპრესიების დასრულებას, „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონების გაუქმებასა და ქართული დემოკრატიის აღდგენას მოითხოვს“, - წერს რიჰარდს კოლსი.

ცნობისთვის, დღეს ევროპარლამენტმა რეზოლუცია სახელწოდებით „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“ 324 ხმით დაამტკიცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გზების დეპარტამენტი: საქართველოში ფასიანი გზები არ იქნება
წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ ივანიშვილის შექება მოგვერიდოს
აშშ-ში ქართველი მიგრანტი ICE-ის პატიმრობაში გარდაიცვალა
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავა, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics