|
2025-06-19 14:02:52, 712 ნახვა
პოლიტიკა
[საგუშაგოს ჩადგმა] შეცდომა იყო - ჩორჩანას საქმეზე წაღვლის გამგებელი იკითხება
ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება. დღეს წაღვლის გამგებელი, ვაჟა ლომიძე და წაღვლის მაცხოვრებელი, მანანა შეყელაშვილი გამოიკითხებიან. ორივე მათგანმა პროკურატურაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა. "[საგუშაგოს ჩადგმასთან დაკავშირებით] ჩვენთან კომუნიკაცია საერთოდ არ ჰქონიათ. არ ვიცი, ეს გადაწყვეტილება ვინ ან რატომ მიიღო. ერთადერთი, იმას ამბობდნენ, რომ ტყეში ხეებზე საღებავი იყო წასმული. თუ დამიჯერებთ, ამას არც რუსი გააკეთებდა - რუსს თუ დასჭირდებოდა, საღებავი არ დასჭირდებოდა, პირდაპირ ამოვიდოდა და იმ ტერიტორიას შეიერთებდა [...] [ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმა] ძალიან დიდი შეცდომა იყო - ვინც დაუშვა. იმ ტერიტორიასაც ჩვენ ვაკონტროლებდით, სადაც ჩვენი საგუშაგო დგას და იმასაც, სადაც რუსებმა ჩადგეს საგუშაგო [...] რუსებმა თავისი საგუშაგო ამოსწიეს და იქვე, სოფელ წაღვლთან ძალიან ახლოს ჩადგეს. დაახლოებით, კილომეტრ-ნახევრით ამოვიდნენ [...] ტყეში შესვლა ძალიან სახიფათოა. იმიტომ, რომ დაგიჭერენ, გინდ საგუშაგოს აქეთ იყო, მნიშვნელობა არ აქვს". - თქვა ვაჟა ლომიძემ გამოკითხვაზე შესვლამდე. წაღვლის მაცხოვრებელმა, მანანა შეყელაშვილმა კი თქვა, რომ საგუშაგოს ჩადგმამ საქართველოს ტერიტორიის დაკარგვა გამოიწვია. "მოსახლეობისთვის ის შეიცვალა, რომ ტერიტორია დაკარგეს, სადაც ტყით სარგებლობდნენ - შეშის მოტანა, ჯონჯოლზეც დადიოდნენ. ადგილობრივებს შეზღუდვები აქვთ [...] მანამდე, ხალხი თავისუფლად გადაადგილდებოდა და ახლა ვეღარ". - თქვა შეყელაშვილმა გამოკითხვის დაწყებამდე. სოფელი ჩორჩანა სწორედ წაღვლის ადმინისტრაციულ ერთეულში შედის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)