|
2025-06-19 13:48:50, 756 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი - გერმანიის ყოფილი ელჩმა, მეც მომცა დავალება, რომელიც არ შემისრულებია
გერმანიის ყოფილი ელჩი ბატონი ჰებერტ ქნირში გამოირჩეოდა იმით, რომ ჩემთვის მოუცია დავალებები, რომელიც არ შემისრულებია, – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2018-2019 წლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანლს, გიორგი ჭოლაძეს უსმენენ. თეა წულუკიანის თქმით, შესწრებია საუბარს, როდესაც ჰებერტ ქნირში მაღალი თანამდებობის პირებს ეუბნებოდა, რომ „შენ ახლა ეს უნდა შეასრულო“. „გერმანიის ყოფილი ელჩი ბატონი ჰებერტ ქნირში გამოირჩეოდა იმით, რომ ჩემთვის მოუცია დავალებები, რომელიც არ შემისრულებია და მძიმე საუბარი იყო, რომელიც დიპლომატიურის გარდა ყველაფერი იყო. შევსწრებივარ სხვა საუბრებს, სხვა ჩვენს მაღალი თანამდებობის პირებთან, როდესაც ის პირდაპირ, უზრდელად, ესაუბრებოდა მაღალი თანამდებობის პირებს და ეუბნებოდა, რომ „შენ ახლა ეს უნდა შეასრულო“. ჩემთვის მოუცია დავალება, რომელიც არ შევასრულე, როგორც კულტურის მინისტრმა. მინახავს, სხვებისთვის მიცემული დავალებები და მძიმე საუბრები. რატომ არის გამორიცხული, რომ ასეთ პერსონაჟს გახარიასთვისაც მიეცა რაღაცა ტიპის არასწორი დავალება და წამოეგო პროვოკაციაზე, ან სხვას, რომელიც გარეთ იყო. იქნება გაიხსენოთ, რას აკეთებდა ეს დიპლომატი იქ, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრი იღებდა ოპერატიულ გადაწყვეტილებებს აქციის დაშლასთან დაკავშირებით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)