|
2025-06-19 13:21:19, 842 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი - ამ ოპოზიციის ფასი ქვეყნისთვის მხოლოდ ნეგატივის მატარებელია
ოპოზიციამ საკუთარი თავი საშინელ ჭაობში ჩააფლო - მთლიანად ეს პოლიტიკური ე.წ ოპოზიცია თავისი პოლიტიკური შინაარსისაგან დაცლილია, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, “ამ ოპოზიციის, როგორც პოლიტიკური ძალის, ფასი ქვეყნისათვის მხოლოდ ნეგატივის მატარებელია”. „ოპოზიციამ საკუთარი თავი საშინელ ჭაობში ჩააფლო. ეს მათი პირადი და რეზოლუციების ავტორების დამსახურებაა, რომელთა აზრს, კვალს და რჩევებს მიყვებიან - აქედან გამომდინარე ბუნებრივია, მათ უჭირთ. დემოკრატიულ ქვეყანაში მარტივია, როცა მოდის არჩევნები, ყველა არჩევნებისთვის უნდა ემზადებოდეს, მაგრამ აქ სრული ქაოსი და გაურკვევლობაა. ამ ოპოზიციის, როგორც პოლიტიკური ძალის, ფასი ქვეყნისათვის მხოლოდ ნეგატივის მატარებელია - პოზიტივის მატარებელიც კი არ არის. აქედან გამომდინარე მიიღებენ თუ არ მიიღებენ [თვითმმართველობის არჩევნებში] მონაწილეობას ჩვენთვის რამე განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს. თვითონ ოპოზიცია, რომ გაბანკროტებული და გაკოტრებულია, იქიდანაც ჩანს, რომ ერთმანეთში ვერ თანხმდებიან ისინიც კი ვინც ამბობენ, რომ მივიღებთ [არჩევნებში მონაწილეობას], ანუ ეს რესურსიც არ გააჩნიათ. მერე საერთოდ ლაპარაკობენ, რომ ჩვენ ჩვენი პარტიული კანდიდატები კი არ გვეყოლება, ვიღაცა სხვა ადამიანებს შევარჩევთ. რა პოლიტიკური პარტია ხარ, თუ შენ შენი კანდიდატი არ გყავს და ვიღაცა სხვა ადამიანი გყავს შესარჩევი. მთლიანად ეს პოლიტიკური ე.წ ოპოზიცია თავისი პოლიტიკური შინაარსისაგან დაცლილია“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)