|
2025-06-19 12:07:47, 855 ნახვა
პოლიტიკა
სოზარ სუბარი - დავით ცინდელიანის და პაატა ქარდავას საქმეები იდენტურია, დადგენილია დამნაშავეც, რომან შამათავა
დავით ცინდელიანი და პაატა ქარდავა გაიყვანეს, მოკლეს, მოაბეს ფეხზე ბეტონის ნაჭრები და ჩაძირეს ზღვაში, დადგენილია დამნაშავეც, რომელიც სასჯელს იხდის, ეს არის აფხაზეთის კუდ-ის უფროსი, რომან შამათავა, რომელმაც ეს ყველაფერი გააკეთა,- ამის შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის წევრმა სოზარ საუბარმა განაცხადა, სადაც დავით ცინდელიანის სიცოცხლის უფლების ხელყოფის საქმე განიხილება. ამასთან, კომისიის დღევანდელ სხდომაზე იკითხება დავით ცინდელიანის დედა, თამარ არღვლიანი. მისი თქმით, სასამართლო სხდომაზე არაერთხელ დაუსვა შეკითხვა მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულს, რომან შამათავას, „თუ რატომ მოუკლა შვილი“. სოზარ სუბარის თქმით კი, „ნაციონალური მოძრაობა“ აწარმოებდა კამპანიას, რომ „რომან შამათავა არის გმირი და მათი სახე“. „რატომ მივიდნენ [ცინდელიანები] პაატა ქარდავას ოჯახში და სად დაინახეს მსგავსება? ორივე საქმეზე დადგენილია სასამართლოს განაჩენი, ორივე საქმეს ჰყავს დამნაშავე და ორივე საქმე იდენტურია. ორივე საქმეზე მოხდა ამ ორი ადამიანის გატაცება, წამება, დახვრეტა პირდაპირ. ორივე გაიყვანეს, მოკლეს, მოაბეს ფეხზე ბეტონის ნაჭრები და ჩაძირეს ზღვაში - დადგენილია. დადგენილია დამნაშავეც, რომელიც სასჯელს იხდის, ეს არის აფხაზეთის კუდ-ის უფროსი, რომან შამათავა, რომელმაც ეს ყველაფერი გააკეთა. გამოძიება მოხდა 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის შემდეგ, 2013 წელს. პაატა ქარდავაც ზუსტად ასე, ზუგდიდის ცენტრში დღისით, ბაზართან ახლოს 27 აგვისტოს ჩასვეს მანქანაში, მოიტაცეს უამრავი ხალხის წინაშე, არავის იქაც სახე არ დაუმალავს, ყველამ იცოდა იქაც, რომ სამართალდამცავებზე იყო ლაპარაკი. ძალიან ხშირად მოდიოდნენ ჩემთან როგორც ქალბატონი თამარ არღვლიანი, ისე პაატა ქარდავას შვილები, ბექა და ქრისტინე ქარდავები. ხშირად ვსაუბრობდით ამ თემაზე, ბევრი წერილი გვაქვს გაგზავნილი ამ თემაზე, პასუხი ყველა მხრიდან იყო ნული. ორივე შემთხვევაზე მაშინ საქმე აღძრული იყო თავისუფლების უკანონო აღკვეთით“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)