|
2025-06-18 21:29:16, 1175 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - მოქალაქეებზე ზრუნვა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია
იუსტიციის სახლის საგარეჯოს ფილიალი კახეთის რეგიონში მე-19, ხოლო ქვეყნის მასშტაბით 125-ეა, გაგრძელდება ზრუნვა ამ ქსელის კიდევ უფრო მეტად გაფართოებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საგარეჯოს იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მოქალაქეებზე ზრუნვა და სახელმწიფო სერვისებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობა ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. „იუსტიციის სახლებში არის ხელმისაწვდომი დაახლოებით 500 სხვადასხვა საჯარო მომსახურება. საგარეჯოში უზრუნველყოფილი იქნება უახლოესი ტექნიკით აღჭურვილი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, სადაც მოქალაქეები მიიღებენ მომსახურებას. მისასალმებელია, რომ საგარეჯოს შეემატა თანამედროვე ტიპის გამორჩეული არქიტექტურის კიდევ ერთი ნაგებობა. ახალი შენობა ერთიან, თანამედროვე სივრცეში აერთიანებს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულ სხვადასხვა სამსახურს. მთლიანობაში, იუსტიციის სახლში 20-მდე თანამშრომელი იქნება დასაქმებული კომფორტულ გარემოში. საგარეჯოს იუსტიციის სახლი მთლიანად იქნება მორგებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პრემიერის შეფასებით, წარმატებით ფყნქვიონირებს მობილური იუსტიციის სახლის პროექტი, რომლის სერვისითაც კახეთში 15 სოფლის 24 000-მა მცხოვრებმა ისარგებლა. „ეს მეტყველებს იმაზე, თუ როგორ იზრდება წვდომა სახელმწიფო სერვისებზე. ეს არის მთავარი მიდგომა, ზრუნვა ჩვენს მოქალაქეებზე, მაქსიმალური ხელმისაწვდომობა სახელმწიფო სერვისებზე. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და ამ მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება აქტიური მუშაობა. საგარეჯოს ფილიალი კახეთის რეგიონში – მე-19, ხოლო ქვეყნის მასშტაბით 125-ეა. გაგრძელდება მომავალშიც ზრუნვა ამ ქსელის კიდევ უფრო მეტად გაფართოებაზე. საბოლოო ჯამში, მთელი ქვეყნის მასშტაბით თითოეული მოქალაქე იქნება უზრუნველყოფილი შესაბამისი სერვისებით და სათანადო ხელმისაწვდომობით. მადლობას ვუხდი იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის მინისტრს, იუსტიციის სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, ასევე საგარეჯოს ადგილობრივ ხელისუფლებას და ყველა იმ ადამიანს, ვინც იყო ჩართული ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)