15:43 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-14 11:52:33, 764 ნახვა

მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი - ისრაელის იერიშების შემდეგ აშშ-თან ბირთვულ მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს

ისრაელის იერიშების შემდეგ აშშ-თან ბირთვულ მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ისმაილ ბაღაიმ განაცხადა.

„მეორე მხარე (აშშ) ისე მოიქცა, რომ დიალოგს აზრი არ აქვს. არ შეიძლება იმის პრეტენზია გქონდეს, რომ მოლაპარაკებები გსურს და ამავდროულად, სიონისტურ რეჟიმს ირანის ტერიტორიის დაბომბვის უფლება მისცე“, - განაცხადა ბაღაიმ.

მისი თქმით, ისრაელი იერიშებს ვაშინგტონის ნებართვის გარეშე ვერ განახორციელებდა.

ბაღაის განცხადების მიუხედავად, ირანის საგარეო უწყებაში აღნიშნეს, რომ კვირას დაგეგმილ ბირთვულ მოლაპარაკებებში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღიათ.

ცნობისთვის, აშშ-სა და ირანს შორის ბირთვული მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის გამართვა კვირას, ომანის დედაქალაქ მასკატშია დაგეგმილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics