|
2025-06-13 15:09:53, 761 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა - სასამართლოს გადაწყვეტილებას არ აღასრულებ?! ციხე!
თუ გირაოს არ იხდი ე.ი. შეგნებულად მიდიხარ რომ ჩაჯდე - დააშავე?! არ აღასრულებ სასამართლოს გადაწყვეტილებას?! ციხე! - ამის შესახებ დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას დაკავებას გამოეხმაურა. კითხვაზე, თუ რისი ჩვენება უნდოდა გვარამიას იმით, რომ სასამართლოში არ გამოცხადდა, მაგრამ ციხესთან თავისი ფეხით მივიდა, ზარქუამ უპასუხა, რომ „ამით მან სპექტაკლი დადგა“. „საკითხი მარტივადაა. მგონია, შეგნებულად აკეთებენ ამას, რომ დრამა დადგან. თითოეულმა მათგანმა იცოდა, რომ არის კანონი, მოსამართლის გადაწყვეტილება. არ გინდა ციხეში ჯდომა?! მაშინ გადაიხადე გირაო და როგორც ვაშაძე დარბის გარეთ, იარე და გააგრძელე ის ფუჭი და ცრუ პოლიტიკური მოღვაწეობა. არ იხდი?! მაშინ წესი არის, დაგაკავებენ. მორჩა, მარტივია. ყველა აკეთებს თავის არჩევანს. შეზღუდულები არ არიან. არ გადაიხადე?! მოგისაჯა სასამართლომ?! ნებისმიერი მოქალაქე ასე იქნება, მე ვიქნები თუ სხვა, შესაბამისად, არჩევანში არიან თავისუფალი. მოსამართლის მიერ დადგენილად თუ არ იხდი გირაოს ე.ი. შეგნებულად მიდიხარ, რომ ჩაჯდე. ახლა ეს პოლიტიკური ქულის მომტანი იქნება, თუ ცოტა ხანში დაიწყებენ, „იქნებ შეგვიწყალონ“ და რაღაც, ვნახოთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველას აქვს თავისი არჩევანი. დააშავე?! არის კანონი, სასამართლო გადაწყვეტილება. კეთილი ინებე და აღასრულე. არ აღასრულებ?! ციხე!,“ - განაცხადა ზარქუამ. ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია დააკავეს. გვარამიას სამართალდამცავებმა ხელბორკილები რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან დაადეს, სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თავად მივიდა. იქამდე, გვარამიამ, რუსთავის საპატიმროსთან მისვლის შემდეგ 112-ში დარეკა და პატრული თავად გამოიძახა. თავის მხრივ, როგორც ადგილზე მისულმა პატრულის თანამშრომლებმა განაცხადეს, გვარამიას ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია „შესაბამის სამსახურს გადასცეს“. დღევანდელ პროცესზე პროკურატურამ ნიკა გვარამიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, 30 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლა მოითხოვა. პროკურატურის მოთხოვნა მოსამართლემ დააკმაყოფილა და გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა. ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ დღევანდელ პროცესზე არ გამოცხადდა. შეგახსენებთ იმასაც, რომ ნიკა გვარამია საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომლის გადასახდელად 50-დღიანი ვადა განესაზღვრა. მას აღნიშნული ვადა 7 ივნისს ამოეწურა.
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)