|
2025-06-11 19:50:38, 977 ნახვა
პოლიტიკა
ვიქტორ ორბანი კობახიძეს - საქართველოს მთავრობა არის მხეცი
საქართველოსი შურს ყველას, ჩვენც გვშურს თქვენი - 7 %-იანი ეკონომიკური ზრდა, ღმერთო ჩემო, ეს ხომ დიდი მიღწევაა, ამასთანავე, კლებადი სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი, კლებადი სახელმწიფო ვალი, ასეთი შედეგების მქონე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა ჩვენთვის დიდი პატივია, - ამ სიტყვებით მიმართა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძეს ერთობლივ პრესკონფერენციაზე. ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, რომ მსგავსი მიღწევების გაზიარებას უნგრეთისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. „ასეთი შეხვედრები უფრო ხშირად გვჭირდება, რადგან უკვე დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ სიამოვნებით ვუმასპინძლეთ ევროპულ დელეგაციას - საუბარი მაქვს საქართველოს დელეგაციაზე. საქართველოს მიღწევების გაზიარება ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს შედეგები არის ძალიან დიდი ნახტომი წინ. ეს, ალბათ, არ იყო იოლი. ჩვენც, უნგრელებს, გვექნებოდა დიდი პატივი, ასეთი შედეგი გვქონოდა. 2022 წელს, როდესაც გლობალური „მეინსტრიმ ლიბერალები" ცდილობდნენ, ჩვენთვის და თქვენთვის შეეშალათ ხელი და ჩვენს ქვეყნებში არ ყოფილიყო ისეთი მთავრობები, როგორც ახლაა, რა იქნებოდა. დღესაც გვიწევს მათთან ბრძოლა, იმიტომ რომ საქართველოს მთავრობა მათთვის არის ის მხეცი, რომელთან ბრძოლაც ეშინია ევროკავშირს, ბრუსელს. საქართველო არის პირველი, რომელმაც გაუწია წინააღმდეგობა. ეს ემოცია არის ჩვენთვის საერთო. ჩვენც გვინდა მსგავსი ეკონომიკური ზრდა, დრო მოვა და ჩვენც გვექნება", - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)