|
2025-06-10 17:58:42, 988 ნახვა
მსოფლიო
მარია ზახაროვა - კიევის ტერორისტული ბუნების დამალვა შეუძლებელია, ამ ადამიანებს ხელი არ უნდა ჩამოართვათ
კიევის ტერორისტული ბუნების დამალვა შეუძლებელია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. „დღეს, კიევის ტერორისტული ბუნების, მიერ მიერ ჩადენილი ტერორისტული აქტების დამალვა შეუძლებელია. ჩვენ მხოლოდ თვალების დახუჭვა შეგვიძლია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვერაფერს ვხედავთ და არაფერი ვიცით“, - განაცხადა მარია ზახაროვამ მისი თქმით, უკრაინა დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების მიღებაზე უარს ამბობს. „კიევის რეჟიმი საკუთარი ჯარისკაცების ცხედრებს არ იღებს. ეს უბრალოდ დეჰუმანიზაციაა. აწარმოებდით თუ არა მათთან დიალოგს? დასხდებოდით თუ არა მათთან მოლაპარაკებების მაგიდასთან? თუ ისინი ჯარისკაცების ცხედრებს არ იღებენ, რაზე მეტყველებს ეს? ამ ადამიანებს ხელი არ უნდა ჩამოართვათ“, - აღნიშნა ზახაროვამ. შეგახსენებთ, სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინა და რუსეთი 6000 დაღუპული სამხედროს ცხედრების გაცვლის შესახებ შეთანხმდნენ. გასულ კვირას რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომ უკრაინამ დაღუპული სამხედროების ცხედრების გადაცემა და ტყვეების გაცვლა განუსაზღვრელი ვადით გადადო. უკრაინის სამხედრო ტყვეების მოპყრობის საკოორდინაციო შტაბში რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადება უარყვეს. გუშინ, უკრაინამ და რუსეთმა მძიმედ დაჭრილი და 25 წლამდე ასაკის სამხედრო ტყვეები გაცვალეს. გაცვლის შემდეგ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების დასაბრუნებლად მუშაობა გრძელდება.
ევროკომისია: საქართველოს ხელისუფლების ქმედებები უვიზო მიმოსვლის საფუძვლებს ძირს უთხრის.
ყველაზე საჭირო აპები როუმინგში მეგაბაიტების ხარჯვის გარეშე
ეკონომიკურ ზრდას დიდწილად ექსპორტი განაპირობებს - თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ევროკავშირმა პირველად დააწესა სანქციები ირანს ნავიგაციის თავისუფლების საფრთხის გამო
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ზელენსკიმ აბრამოვიჩის მეშვეობით პუტინს პირადი შეხვედრის შეთავაზება და დონბასის დათმობაზე უარის თქმა გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)