|
2025-06-10 15:21:56, 757 ნახვა
პოლიტიკა
რუსუდან თევზაძე - საჯარო უწყებებში რეპრესიები გრძელდება
„გახარია საქართველოსთვის“ პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრის რუსუდან თევზაძის განცხადებით, პოლიტიკური რეპრესიების ფონზე, საჯარო უწყებებში რეპრესიები გრძელდება. როგორც თევზაძემ დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, სხვადასხვა უწყებაში მიმდინარე ე.წ. რეორგანიზაციები მიზნად ისახავს იმ პროფესიონალი კადრების სამაგალითოდ დასჯას, რომლებიც საჯაროდ გამოხატავენ საკუთარ პოზიციას და ერთგულებას საქართველოს ევროინტეგრაციისადმი. „მასობრივი პოლიტიკური რეპრესიების ფონზე, საჯარო უწყებებში რეპრესიები გრძელდება. კერძოდ, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროში ე.წ. რეორგანიზაციის შედეგად, სკოლამდელი განათლებისა და ინკლუზიური განვითარების სამმართველოები უქმდება. სამსახურიდან მაღალი რანგის პროფესიონალებს ათავისუფლებენ, რაც დანაშაულებრივი ქმედების ტოლფასია. ყოველივე ეს ახალგაზრდა თაობას და მათ მშობლებს მოზარდზე მორგებულ, ინკლუზიური განათლების დასავლურ სიკეთეებს უსპობს. ორივე მიმართულება - სკოლამდელი განათლება და ინკლუზიური განვითარება - განათლების ყველა საფეხურის ფუნდამენტია, აღნიშნულის გაუქმებით კი დაიწყება, ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი სასკოლო განათლების სრული დეგრადაცია. საფრთხის წინაშე დადგება მუნიციპალიტეტებში ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული სკოლამდელი განათლება ყველა ბავშვისთვის, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლება. ამ სამმართველოების ფაქტობრივი გაუქმების მიზანი კონკრეტული ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლებაა. იმ პროფესიონალების, რომლებმაც საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის დასაცავ პეტიციას ხელი მოაწერეს. ერთ-ერთი მათგანი ჩვენი პოლიტიკური ძალის „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის ზაზა თავაძის მეუღლე, თეა ძოწენიძეა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სხვადასხვა უწყებაში მიმდინარე ე.წ. რეორგანიზაციები მიზნად ისახავს იმ პროფესიონალი კადრების სამაგალითოდ დასჯას, რომლებიც საჯაროდ გამოხატავენ საკუთარ პოზიციას და ერთგულებას საქართველოს ევროინტეგრაციისადმი. საქართველო აუცილებლად დაუბრუნდება დემოკრატიული მმართველობის ფორმას! ყველა ინსტიტუტი აუცილებლად გახდება მოქალაქეების საჭიროებებზე მორგებული და არა ერთი პარტიის დავალებების შემსრულებელი და მსახური. აქვე, რეჟიმის ყველა დაზარალებულს ვუცხადებთ ჩვენს სრულ მხარდაჭერას“, - განაცხადა რუსუდან თევზაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)