|
2025-06-10 12:20:50, 766 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - თუ გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებას მივიღებთ როგორც სიმართლეს, ჩვენი უსაფრთხოების სამსახური ყოფილა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი
თუ ამას [გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებას] მივიღებთ როგორც მოცემულობას თუ სიმართლეს, მაშინ ჩვენი უსაფრთხოების სამსახური ყოფილა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამსახური და ესეც მისი რეკლამა გამოდის - ერთი თმის ღერიც არ ჩამოვარდნია, ისე მოხდა გიორგი ბაჩიაშვილის დაკავება - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის იმ განცხადებას შეეხებოდა, რომლის მიხედვითაც ბორტზე, რომლითაც ის საქართველოში ჩამოიყვანეს, სუს-ის უფროსი, ანრი ოხანაშვილიც იმყოფებოდა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მთავარია, რომ „უმძიმეს დანაშაულებში გასამართლებული ადამიანი დღეს არის ციხეში“. „ჩვენ თუ ამას მივიღებთ, როგორც მოცემულობას თუ სიმართლეს, მაშინ ჩვენი უსაფრთხოების სამსახური ყოფილა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამსახური და ესეც მისი რეკლამა გამოდის. ასე რომ, გააგრძელოს ამაზე საუბარი. მთავარია ერთი რამ, რომ უმძიმეს დანაშაულში გასამართლებული ადამიანი, ფულის გათეთრებაში და მსგავს მძიმე დანაშაულებში, მათ შორის, საზღვრის უკანონო კვეთაში, იმიტომ, რომ გაექცა მართლმსაჯულებას, დღეს არის ციხეში! ვერაფერს ამბობს, რომ მასზე ზეწოლა ან რაიმე არის. ერთი თმის ღერიც არ ჩამოვარდნია, ისე მოხდა მისი დაკავება. დანარჩენი თავის თავს დააბრალოს. არ ჩაედინა დანაშაული და ციხეში არ იქნებოდა. გასაგებია, რომ ადამიანს არ უნდა ციხეში ყოფნა, მაგრამ თავად ჩაიდინა ეს დანაშაულები“,- განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, ბორტზე, რითაც ის საქართველოში ჩამოიყვანეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა. აღნიშნული განცხადება მან სასამართლო პროცესზე გააკეთა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)