|
2025-06-09 19:46:05, 904 ნახვა
მსოფლიო
უკრაინაში ისრაელის ელჩი - ისრაელმა აშშ-სგან მიღებული Patriot-ის სისტემები უკრაინას გადასცა
ისრაელმა აშშ-სგან მიღებული Patriot-ის სისტემები უკრაინას გადასცა , - ამის შესახებ უკრაინაში ისრაელის ელჩმა, მაიკლ ბროდსკიმ განაცხადა. „არსებობს სისტემა, რომელიც უკრაინაში ძალიან კარგად არის ცნობილი, Patriot-ის სისტემა, რომელმაც 90-იანი წლების დასაწყისში გადაგვარჩინა, როდესაც სპარსეთის ყურეში პირველი ომი იყო. მაშინ ჩვენ აშშ-სგან Patriot-ის სისტემები მივიღეთ. სხვათა შორის, ეს სისტემები ახლა უკრაინაშია. ჩვენ შევთანხმდით მათ უკრაინისთვის გადაცემაზე. სამწუხაროდ, ამაზე ბევრი არაფერი თქმულა. მაგრამ როდესაც ამბობენ, რომ ისრაელმა უკრაინას სამხედრო დახმარება არ გაუწია, ეს სიმართლეს არ შეესაბამება“, - განაცხადა უკრაინაში ისრაელის ელჩმა. ამასთან, ბროდსკის თქმით, ისრაელს აშშ-თან მჭიდრო კავშირები აქვს. „ჩვენ ამ კავშირებს ათწლეულების განმავლობაში ვაშენებდით. ეს დროის მოითხოვს. ეს მოითხოვს იმას, რომ აშშ-სთვის სასარგებლო იყო“, - აღნიშნა ბროდსკიმ.
ევროკომისია: საქართველოს ხელისუფლების ქმედებები უვიზო მიმოსვლის საფუძვლებს ძირს უთხრის.
ყველაზე საჭირო აპები როუმინგში მეგაბაიტების ხარჯვის გარეშე
ეკონომიკურ ზრდას დიდწილად ექსპორტი განაპირობებს - თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ევროკავშირმა პირველად დააწესა სანქციები ირანს ნავიგაციის თავისუფლების საფრთხის გამო
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ზელენსკიმ აბრამოვიჩის მეშვეობით პუტინს პირადი შეხვედრის შეთავაზება და დონბასის დათმობაზე უარის თქმა გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)