|
2025-06-09 13:32:40, 873 ნახვა
მსოფლიო
ალარ კარისი - უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება
უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება, დარწმუნებულები ვართ, გრძელვადიან პერსპექტივაში, უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა, ალარ კარისმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინას იმედი არ უნდა გაუცრუვდეს იმის გამო, რომ ამჟამად ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების პოლიტიკური ნება ალიანსის ყველა მოკავშირეს არ აქვს. „აღსანიშნავია, რომ ჩვენ, ესტონეთში, ნატო-ში გაწევრიანებაზე საუბარი ჯერ კიდევ მაშინ დავიწყეთ, როდესაც რუსული ჯარები ჩვენს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და ყველას არ სჯეროდა, რომ ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა ნატო-ს წევრები გახდებოდნენ. მაგრამ აი, ჩვენ აქ ვართ - ნატო-ს წევრები და მოკავშირეები“, - განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა, როდესაც მან უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, თვლის თუ არა ის უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რეალისტურად იმ ფონზე, როცა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირდაპირ თქვა, რომ უკრაინას ნატო-ში ვერ ხედავს.
ევროკომისია: საქართველოს ხელისუფლების ქმედებები უვიზო მიმოსვლის საფუძვლებს ძირს უთხრის.
ყველაზე საჭირო აპები როუმინგში მეგაბაიტების ხარჯვის გარეშე
ეკონომიკურ ზრდას დიდწილად ექსპორტი განაპირობებს - თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ევროკავშირმა პირველად დააწესა სანქციები ირანს ნავიგაციის თავისუფლების საფრთხის გამო
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ზელენსკიმ აბრამოვიჩის მეშვეობით პუტინს პირადი შეხვედრის შეთავაზება და დონბასის დათმობაზე უარის თქმა გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)