|
2025-06-08 12:51:58, 921 ნახვა
პოლიტიკა
შემოსავლების სამსახური - საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან, საქართველო სრულად იცავს დადგენილ წესებს
შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან, საქართველო სრულად იცავს დადგენილ წესებს და საზღვარზე მკაცრ მონიტორინგს უწევს ყველა ტიპის საბაჟო ოპერაციას. შემოსავლების სამსახურის ცნობით, დღეის მონაცემებით, საბაჟო ადმინისტრაციაში აქტიურია რისკის 37 პროფილი, რომელიც ავტომატურად ახდენს სანქცირების შესახებ მონაცემთა იდენტიფიცირებას და დამატებითი რისკ-ფაქტორების გამოვლენის ინიცირებას. „მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია მიმდინარე წლის 7 ივნისს, საერთაშორისო სანქციების აღსრულების თემაზე ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ მომზადებულ სატელევიზიო სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელიც წარმოაგენს მორიგ დეზინფორმაციას და ცილისწამებას. პირველ რიგში, გვსურს, ხაზი გავუსვათ იმ გარემოებას, რომ საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცედურებთან დაკავშირებით, ოფიციალური განმარტების მისაღებად, აღნიშნულმა ტელეკომპანიამ შემოსავლების სამსახურს მიმდინარე წლის, 4 ივნისს, წერილობით მიმართა. უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად დეტალური ახსნა-განმარტებითი ინფორმაციის მიწოდებისა და უწყების მხრიდან, განმარტების შინაარსის შეუცვლელობის თხოვნისა, ეთერში გავიდა პასუხის მხოლოდ მცირე ფრაგმენტი და არა სრული ვერსია. ამასთან, მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ იმის ხაზგასმა, რომ როგორც სიუჟეტის ავტორებისგან, ისე მისი რესპოდენტისგან მიზანმიმართულად მოხდა უწყების ერთ-ერთი ხელმძღვანელის მიმართ დაუსაბუთებული ბრალდებების მტკიცებით ფორმაში გავრცელება. რაც შეეხება სიუჟეტში დასახელებულ გემს, საბაჟო ფორმალობების განხორციელების შედეგად დადასტურებულია, რომ აღნიშნულ გემსა და გემის მფლობელ კომპანიაზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები, გამომდინარე აქედან, იგი კანონმდებლობის სრული დაცვით შემოვიდა ქვეყანაში და ტვირთი მოექცა იმპორტის პროცედურაში. შესაბამისად, ჟურნალისტური გამოძიებისას აღწერილი სქემა არის სრული დეზინფორმაცია. საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან, საქართველო სრულად იცავს დადგენილ წესებს და საზღვარზე მკაცრ მონიტორინგს უწევს ყველა ტიპის საბაჟო ოპერაციას. ცხადია, საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმართულებით საქართველოს წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებების კიდევ ერთი ტალღის აგორება, მორიგი დავალების/დაკვეთის შესრულებაა და წარმოადგენს პოლიტიკური მიზნების განხორციელების მცდელობას. შემოსავლების სამსახური მოუწოდებს მედიასაშუალებებს, სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის გავრცელებისას, იხელმძღვანელონ ოფიციალური/სანდო/გამჭვირვალე წყაროებით, რომლებიც არაერთხელ იქნა მითითებული/დასახელებული თავად უწყების მიერ. დღეის მონაცემებით, საბაჟო ადმინისტრაციაში აქტიურია რისკის 37 პროფილი, რომელიც ავტომატურად ახდენს სანქცირების შესახებ მონაცემთა იდენტიფიცირებას და დამატებითი რისკ-ფაქტორების გამოვლენის ინიცირებას. აღნიშნულ პროცესს მაღალკვალიფიციური და სანქციების დამწესებელი ქვეყნების მიერ, არაერთხელ გადამზადებული მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები 24 საათიან რეჟიმში კვირაში შვიდი დღე ახორციელებენ. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, საბაჟო კონტროლის პროცედურების ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე სანქცირებული საქონლის გადაადგილების შესახებ, მჭიდროდ თანამშრომლობს და მუდმივ კომუნიკაციაშია აშშ-სა და ევროკავშირის კომპეტენტურ უწყებებთან, სხვა პარტნიორ ქვეყნებთან და სანქციების აღსრულების კუთხით მუდმივად ხდება მათი ინფორმირება“, – ნათქვამია განცხადებაში.
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდა
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
კალაძე: პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)