|
2025-06-04 16:34:49, 823 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი - ბოკერია, რამიშვილი, კანდელაკი, მათთან დაკავშირებით დაგვჭირდება კვლევა
ჩვენი მიზანია, რომ ადამიანებს, ვინც აწამებდნენ, ანადგურებდნენ, აზიანებდნენ ქვეყანას, არ ჰქონდეთ უკან მობრუნების თავისუფლება. მათ თუ აქვთ სურვილი აქ მობრძანდნენ და დაბრძანდნენ იმ მოკლე დროში, რაც დაგვრჩა, ჩვენ კარი ღიაა. ნუ დაელოდებიან ჩვენს მოწვევას ან დაბარებას. გასაგებია, რომ ჩვენ რომ ვიბარებთ, იმალებიან, - ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა კომისიის სხდომაზე განაცხადა. კომისიის დღევანდელ სხდომაზე განიხილებოდა საკითხი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს აკადემიური პერსონალის უფლებების შელახვის შესახებ. აღნიშნული თემის ფარგლებში სხდომაზე მიწვეულები იყვნენ მეცნიერები: ლია მელიქიშვილი, გიორგი გოგოლაშვილი და ავთანდილ არაბული. როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, მეცნიერების მიერ კომისიისთვის მიწოდებული ინფორმაცია ზოგიერთის მიმართ გარკვეულ „ჟივილს“ გამოიწვევს. „მიუხედავად იმისა, რომ ამ სამ საათში მხოლოდ მცირე დოზით მივიღეთ ინფორმაცია იმ დიდი უბედურებაზე, რომელიც უნივერსიტეტის, ზოგადად მეცნიერების, ქართველიზმის, თუ ყველაფერი ქართულის წინააღმდეგ დატრიალდა, ეს მცირე დოზით მოწოდებული ინფორმაციაც გამოიწვევს ზოგიერთ მაშინდელ, ამ ყველაფრის ავტორსა თუ მონაწილეს შორის გარკვეულ ჟივილს, ჟივჟივსა და ხმაურს, მაგრამ ის გვარები და სახელები, ვინც ამაში მონაწილეობდნენ, იქნებოდა ეს გიგა ბოკერია, სიმონ ჯანაშია, ლევან რამიშვილი, ნახსენები იყო ვინმე ავალიანი, რომელიც შემდეგ გუბერნატორად იქცა უცბად, თეა თუთბერიძე, გიორგი კანდელაკი, მთელი ეს „კმარა“ და არა მხოლოდ „კმარას“ ორგანიზაციის ხალხი. გიორგი ონიანი, რომელიც ისეთ პოლიციელად იქცა, რომელიც ჯერ თქვენ, ღვაწლმოსილ ადამიანებს გატერორებდათ და შემდგომ „ზონდერად“იყო ჩამოყალიბებული და მე რომ მაჟორიტარად ნაძალადევის რაიონში კენჭს ვიყრიდი, იქ დაგვდევდა, რომ ან ნარკოტიკი ჩაედო ან იარაღი. ისე დაასრულა თავისი საქმე, რომ ვერ ჩამოყალიბდა ჩემთვის ნარკოტიკი უნდა ჩაედო, თუ იარაღი და ეს დილემა მის ცხოვრებას მუდმივად თან გაჰყვება. ჩიორა თაქთაქიშვილი, რომელიც შემდეგ უკვე დეპუტატად იქცა და რეფორმებს ბატონი პავლე კუბლაშვილის მოადგილეობიდან ახორციელებდა იურიდიულ კომიტეტში- ყველა ეს ადამიანი, რა თქმა უნდა, ეს გვარ-სახელები ადამიანები არიან, მათ თავიანთი ცუდი წვლილი შეიტანეს უნივერსიტეტთან ბრძოლაში. თუ იყო რამე შესაცვლელი და გასაუმჯობესებელი, ამაზე უნივერსიტეტი უარს არ ამბობდა და აქ საჭირო იყო პატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგი, მუშაობა, რაც გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე შევარდი, გამოყარე და გაყარე. ეს გაცილებით უფრო მარტივი იყო სააკაშვილისთვის და ასეც იქცეოდა. ჩვენ ამ გვარ-სახელებთან და მათ როლთან დაკავშირებით დაგვჭირდება კვლევა იმიტომ, რომ ჩვენი მიზანი არის ის, რომ ადამიანებს ვინც, აწამებდა, ანადგურებდა, აზიანებდა ქვეყანას, მათ არ ჰქონდეთ უკან მობრუნების თავისუფლება. ამიტომ, გვარ-სახელები მნიშვნელოვანია. ასევე, მათ თუ აქვთ სურვილი აქ მობრძანდნენ და დაბრძანდნენ იმ მოკლე დროში, რაც ჩვენ დაგვრჩა, ჩვენ კარი ღიაა. ნუ დაელოდებიან ჩვენს მოწვევას ან დაბარებას. გასაგებია,რომ ჩვენ რომ ვიბარებთ, იმალებიან. ალბათ, მარტივია, რომ ქალ ან კაც მეცნიერს დაეტაკო და გამოაძევო რექტორის კაბინეტიდან, მაგრამ აქ მოსვლა, როგორც ჩანს, გაცილებით უფრო რთულია და მამაცობას საჭიროებს, მაგრამ ჩვენი კარი ღიაა. იმ გვარებს და სახელებს, ვინც ჩამოვთვალე, სანამ ჩვენ დავიბარებთ, შეუძლიათ თავად მობრძანდნენ. მომდევნო ნებისმიერ სხდომაზე ჩვენ მათ მოვუსმენთ, თუ უკვე ზოგიერთი მათგანი ქვეყნიდან არ არის გაქცეული“, - განაცხადა წულუკიანმა. მან, ასევე კომისიის სხდომის შემდგომ განრიგზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომისია მუშაობას 5 ივლისს დაასრულებს. „ვინაიდან ჩვენ ბოლო რამდენიმე კვირა გვაქვს, 5 ივლისს დასრულდება კომისიის მუშაობა და კომისია რეალურად, 5 ივლისის შემდეგ აღარ იარსებებს. იარსებებს მხოლოდ მის მიერ ჩატარებული ეს სამუშო, საჯარო სხდომის ჩანაწერები დასკვნა, რომელზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. აი, ამ პერიოდში, ჩვენი სხდომები გაიმართება კვირის განმავლობაში მხოლოდ ორშაბათობით და ოთხშაბათობით, დილის საათებში“, - განაცხადა წულუკიანმა.
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)