|
2025-06-03 17:14:53, 618 ნახვა
პოლიტიკა
პეტრე ცისკარიშვილი - სანქცირებული კადრების გვერდზე გაწევით, ქვეყანაში თვისობრივად არაფერი შეიცვლება
ძველი კადრების მოშორებით, სანქცირებული კადრების გვერდზე გაწევით თვისობრივად არაფერი შეიცვლება ქვეყანაში, მთავარია დემოკრატიული, ფუნდამენტური რეფორმების გატარება და პოლიტიკური კლიმატის ცვლილება, რის შედეგადაც შევძლებთ დასავლეთთან ურთიერთობის აღდგენას,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა იოსებ ჭელიძის გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა. ცისკარიშვილის თქმით, „ოცნებას“ აბსოლუტურად სხვა პრიორიტეტები აქვს და სხვა ამოცანები ამოძრავებს“. „ძველი კადრების მოშორებით, სანქცირებული კადრების გვერდზე გაწევით და თანამდებობიდან გადაყენებით თვისობრივად არაფერი შეიცვლება ქვეყანაში, მთავარია დემოკრატიული, ფუნდამენტური რეფორმების გატარება, პრინციპული ცვლილება პოლიტიკური კლიმატის და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი დასავლეთთან საუბარი ევროკავშირში ინტეგრაციაზე. ჩვენ ხომ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ „ოცნების“ რეჟიმის პირობებში ეს ვერ მოხდება, რადგან ამ ადამიანებს აბსოლუტურად სხვა პრიორიტეტები აქვთ და სხვა ამოცანები ამოძრავებთ - ძალაუფლების შენარჩუნება, ხელისუფლებაში მუდმივად ყოფნა და ძალიან დიდი ფულის კეთება“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა. ამასთან, ცისკარიშვილი გამოეხმაურა იმ ფაქტსაც, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კომუნიკაციების კომისიაში „მთავარ არხს“, „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ უჩივლა. ცისკარიშვილის თქმით, „ამ ყველაფერს პასუხი დასავლეთის მხრიდან მოჰყვება“. „ოცნებას“ თუ ჰგონია, რომ მის დეკლარირებულ განზრახვას - ქვეყანაში არ არსებობდეს თავისუფალი მედია, ვინმე ვერ მიხვდება, თუნდაც საქართველოში ან ქვეყნის გარეთ დასავლეთში ჩვენი პარტნიორები... თუნდაც ამას აკეთებდნენ ირიბი, შემოვლითი გზებით და არა პირდაპირი რადიკალური ჩარევით... პასუხი დასავლეთის მხრიდან ამას მოჰყვება მას მერე, რაც მოქმედებაში და სისრულეში მოიყვანენ თავის გეგმას თავისუფალი მედიის აკრძალვასთან დაკავშირებით, რომ საბოლოოდ გააფორმონ დიქტატურა. ამასთან იმას, რომ ევროპის კანდიდატის სტატუსი აქვს ქვეყანას და იმავდროულად, ახორციელებს ისეთი ტიპის ცვლილებებს, როგორიცაა პოლიტიკური პარტიების, თავისუფალი მედიის აკრძალა, განსაკუთრებით, თავისუფალი მედიის აკრძალვასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
POG: მუქარის განხორციელების ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარედგინა
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)