|
2025-06-03 10:40:56, 572 ნახვა
პოლიტიკა
თავისუფლების მოედანი ადგილობრივ არჩევნებზე - დემოკრატიის დასამარებაში მონაწილეობას არ მივიღებთ
,,თავისუფლების მოედნის'' განცხადებით, დღევანდელი რეპრესიული პოლიტიკის გათვალისწინებით, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე მოლაპარაკების არარსებობის პირობებში" მოძრაობა ვერ ხედავს, "როგორ შეიძლება თავისუფლების მოედნის მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში საზოგადოების სარგებელს ემსახურებოდეს. "თავისუფლების მოედანი არ აპირებს დემოკრატიის დასამარების წინასწარ გამოცხადებულ გეგმაში მონაწილეობას. დღეს საქართველოში საარჩევნო ადმინისტრაცია არც დამოუკიდებელია და არც მიუკერძოებელი, არსებობს გაყალბების უამრავი შესაძლებლობა, ხოლო არჩევნებზე დაკვირვებისა კი - აღარ. სამოქალაქო და მედია სივრცე გაქრობის პირასაა, სასამართლო მოქალაქეს აღარ იცავს, არჩევნები სუს-ის გეგმით იმართება, ქვეყანას 60-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს, ხოლო ჩვენს კოლეგებს, ვისთანაც თანასწორ საარჩევნო მეტოქეობას ვისურვებდით, ქუჩებიდან იტაცებენ და უსამართლოდ სჯიან. გადაწყვეტილება, მიიღოს თუ არა პარტიამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, უნდა ეფუძნებოდეს განსჯას იმის შესახებ, შეუძლია თუ არა არჩევნების არა მხოლოდ შედეგებს, არამედ თავად პროცესს, გააძლიეროს ქართული ოცნების ჩამოშლა. დღევანდელი რეპრესიული პოლიტიკის გათვალისწინებით, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე მოლაპარაკების არარსებობის პირობებში ვერ ვხედავთ, როგორ შეიძლება თავისუფლების მოედნის მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში საზოგადოების სარგებელს ემსახურებოდეს. არჩევნებში მონაწილეობა ნებისმიერი პარტიის მთავარი ფუნქციაა, ხოლო თვითმმართველობის არჩევნები ახლად შექმნილი პარტიის განვითარების საუკეთესო შესაძლებლობაა. ამიტომ, თუ ვითარება შეიცვლება და ჩვენს ამომრჩევლებთან ერთად დავრწმუნდებით, რომ თვითმმართველობის არჩევნებში დემოკრატიული ძალების მობილიზაცია და მონაწილეობა ქართული ოცნების წასვლას დააჩქარებს და ხელს შეუწყობს საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასა და პატიმრების გათავისუფლებას, ამას სათანადო მზადყოფნით შევხვდებით - გვჯერა, რომ ოცნებას ნებისმიერ სამართლიან არჩევნებს მოვუგებთ. რეჟიმის საბოლოო დამარცხებისთვის დემოკრატიული ოპოზიციის მოქმედების ერთიანი სტრატეგია კრიტიკულად მნიშვნელოვანია. საბოლოო გადაწყვეტილება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე, ასევე, ერთობლივი უნდა იყოს. ვაგრძელებთ ბრძოლას პოლიტპატიმრების გასათავისუფლებლად, საარჩევნო გარემოს შესაცვლელად და ახალი, სამართლიანი არჩევნების დასანიშნად. თავისუფლების მოედანი არ აპირებს დემოკრატიის დასამარების წინასწარ გამოცხადებულ გეგმაში მონაწილეობას. დღეს საქართველოში საარჩევნო ადმინისტრაცია არც დამოუკიდებელია და არც მიუკერძოებელი, არსებობს გაყალბების უამრავი შესაძლებლობა, ხოლო არჩევნებზე დაკვირვებისა კი - აღარ. სამოქალაქო და მედია სივრცე გაქრობის პირასაა, სასამართლო მოქალაქეს აღარ იცავს, არჩევნები სუს-ის გეგმით იმართება, ქვეყანას 60-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს, ხოლო ჩვენს კოლეგებს, ვისთანაც თანასწორ საარჩევნო მეტოქეობას ვისურვებდით, ქუჩებიდან იტაცებენ და უსამართლოდ სჯიან. გადაწყვეტილება, მიიღოს თუ არა პარტიამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, უნდა ეფუძნებოდეს განსჯას იმის შესახებ, შეუძლია თუ არა არჩევნების არა მხოლოდ შედეგებს, არამედ თავად პროცესს, გააძლიეროს ქართული ოცნების ჩამოშლა. დღევანდელი რეპრესიული პოლიტიკის გათვალისწინებით, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე მოლაპარაკების არარსებობის პირობებში ვერ ვხედავთ, როგორ შეიძლება თავისუფლების მოედნის მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში საზოგადოების სარგებელს ემსახურებოდეს. არჩევნებში მონაწილეობა ნებისმიერი პარტიის მთავარი ფუნქციაა, ხოლო თვითმმართველობის არჩევნები ახლად შექმნილი პარტიის განვითარების საუკეთესო შესაძლებლობაა. ამიტომ, თუ ვითარება შეიცვლება და ჩვენს ამომრჩევლებთან ერთად დავრწმუნდებით, რომ თვითმმართველობის არჩევნებში დემოკრატიული ძალების მობილიზაცია და მონაწილეობა ქართული ოცნების წასვლას დააჩქარებს და ხელს შეუწყობს საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასა და პატიმრების გათავისუფლებას, ამას სათანადო მზადყოფნით შევხვდებით - გვჯერა, რომ ოცნებას ნებისმიერ სამართლიან არჩევნებს მოვუგებთ. რეჟიმის საბოლოო დამარცხებისთვის დემოკრატიული ოპოზიციის მოქმედების ერთიანი სტრატეგია კრიტიკულად მნიშვნელოვანია. საბოლოო გადაწყვეტილება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე, ასევე, ერთობლივი უნდა იყოს. ვაგრძელებთ ბრძოლას პოლიტპატიმრების გასათავისუფლებლად, საარჩევნო გარემოს შესაცვლელად და ახალი, სამართლიანი არჩევნების დასანიშნად". - ნათქვამია განცხადებაში.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)