17:34 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-17 15:01:09, 1283 ნახვა

ეკონომიკა
"ავერსის" სააფთიაქო ქსელში ასეულობით მედიკამენტზე ფასები გაიაფდა

"ავერსის" სააფთიაქო ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მედიკამენტზე ფასები გაიაფდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“  „ავერსიდან“ აცნობეს,  ფასების გაიაფება დაკავშირებულია ლარის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით.

მათივე ინფორმაციით, როგორც კი მოხდა ლარის კურსის გამყარება კომპანიამ მაშინათვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ლარის გამყარება ასახულიყო მედიკამენტების ფასზე და ეს მომხარებლისთვისაც ყოფილიყო სასარგებლო.

ფასების გაიაფება მოხდება არა მხოლოდ მედიკამენტებზე, არამედ აფთიაქში წარმოდგენილ თითქმის ყველა პროდუქციაზე, მოვლის საგნებზე, ბავშვთა კვებასა და  აქსესუარებზე, ჰიგიენურ და კოსმეტიკურ საშუალებებზე. თუ კიდევ მოხდება ლარის კურსის გამყარება კომპანია ავერსი თავის სააფთიაქო ქსელში პროდუქციაზე ფასებს კიდევ უფრო შეამცირებს.

გარდა ამისა ძალაში რჩება ფასდაკლების დღეები და ავერსის მომხარებელი კვირაში 3 დღეს, სამშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს ისარგებლებს  25%–იან ფასდაკლებით მედიკამენტებზე, ხოლო მტრედი ბარათის მფლობელები კი   დამატებითი ფასდაკლებით, როგორც მედიკამენტებზე, ასევე მოვლის საგნებზე.

ავერსი გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics