|
2025-05-30 17:16:00, 975 ნახვა
სამართალი
პროკურორი - 29 დღე მელიასგან ვისმენდით, რომ გირაოს გადახდას არ აპირებდა, დღეს, მოვისმინეთ, რომ ბოლო სამ საათში პოზიციას შეიცვლიდა
დღეს, ჩვენ პროცესზე დაცვის მხარის პოზიცია მოვისმინეთ, რომ თურმე ბოლო სამ საათში იგი პოზიციას შეიცვლიდა და გირაოს ოდენობას გადაიხდიდა, თუმცა ამის შესაძლებლობა შეეზღუდა - ბუნებრივია, ეს მისი [ნიკა მელიას] მხრიდან პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მცდელობა იყო , - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას საქმის პროკურორმა, ნათია თათიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საფუძველი იმისა, რომ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიება შეცვლილიყო სახეზე იყო. „ჩვენ 29 დღის განმავლობაში ნიკანორ მელიასგან პოზიციას ვისმენდით, რომ იგი გირაოს ოდენობის გადახდას არ აპირებდა, არც ქონებით უზრუნველყოფას. მიუხედავად ამისა, დღეს, ჩვენ პროცესზე დაცვის მხარის პოზიცია მოვისმინეთ, რომ თურმე ბოლო სამ საათში იგი პოზიციას შეიცვლიდა და გირაოს ოდენობას გადაიხდიდა, თუმცა ამის შესაძლებლობა შეეზღუდა. ბუნებრივია, ეს მისი მხრიდან პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მცდელობა იყო. საფუძველი იმისა, რომ მის მიმართ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება შეცვლილიყო სახეზე იყო, ვინაიდან მან სასამართლოს განჩინება უგულებელყო, არ უზრუნველყო და არ შეასრულა მოსამართლის განჩინება. ვინ? რატომ დააკავა? - ალბათ, ამაზე შესაბამისი ორგანო განცხადებას გააკეთებს და ალბათ, შესაბამისი რეაგირებისთვის მიმართავენ, თუ მსგავს გარემოებებს ადგილი ჰქონდა, რასაც თავად ნიკანორ მელია აცხადებდა. ამასთან დაკავშირებით შესაბამის სტრუქტურას უნდა მიმართონ და ეს საკითხი უნდა შეისწავლონ. რაც შეეხება თანხის გადახდას, ამას ვარაუდზე არ ვსაუბრობთ. 29 დღის განმავლობაში იგი უარს აცხადებდა, რომ სასამართლოს განჩინებით დაკისრებულ ვალდებულებას გადაიხდიდა. მე დღეს სასამართლო პროცესზე დაცვის მხარესაც შევახსენე საპროცესო კანონმდებლობა - ისევე, როგორც თავად ბრალდებულს, ასევე მესამე პირს შეეძლო მის სასარგებლოდ გირაოს ოდენობა გადაეხადა და უზრუნველყო, თუნდაც უძრავი ქონებით. ბოლო სამი საათის [ხსენება], ეს უბრალოდ სასაცილო იყო”, - განაცხადა პროკურორმა.
ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" ეგზიტპოლით, მათი პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
ტრამპმა კაპიტოლიუმის შენობაში შტურმის შედეგად დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გაცემის შესაძლებლობა წამოჭრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)